AI Chunk Tester

გამარჯობა, ეს არის შესავალი ტექსტი.

ესეც ჩანართი

ჩანართის ტექსტი

ქვე-სექცია, h4

ქვესექციის ტექსტი

  • ბულეტი 1
  • ბულეტი 2

ტექსტი, რომელშიც არის ჩვეულებრივი ლინკი და ასევე მოკლე ლინკი და ჰეშთეგიანი ლინკი.

  1. დანომრილი ერთი
  2. დანომრილი ორი

ციტატა აციტატებულა

ცხრილი, სვეტი 1ცხრილი, სვეტი 2

კიდევ ტექსტი.

NASA (ინგლ. National Aeronautics and Space Administration) — აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო აშშ-ში. დაარსდა 1958 წლის 29 ივლისს.

არსებობის მანძილზე, NASA–ს ბევრი დამარცხება და ბევრად უფრო მეტი გამარჯვება ხვდა წილად. ის იყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი იარაღი და ფლაგმანი კოსმოსურ რბოლაში (Space Race) საბჭოთა კავშირთან. კოსმოსის კვლევისა და ათვისების საკითხებში საბჭოეთის პიონერობა და წარმატებები აღმოჩნდა ის კატალიზატორი ამერიკისთვის, რომელმაც სათავე დაუდო დღეისათვის ისეთ ძლიერ სამეცნიერო–კვლევით ცენტრს როგორიცაა NASA, რომელსაც თავისი მაშტაბურობითა და პროექტების გრანდიოზულობით ვერ შეედრება ვერც ერთი ევრაზიული კოსმოსური ცენტრი.

ცხრილი, რომელიც არ უნდა ჩანდეს AI Chunk-ში.

ინგლისური ყველაზე გავრცელებული ენაა დღევანდელ მსოფლიოში და მას გლობალურ ან მსოფლიო ენასაც უწოდებენ. მართალია, მოლაპარაკეთა რაოდენობის მიხედვით, ყველაზე დიდია ჩინური ენა, მაგრამ მას მშობლიურ ენად, უმთავრესად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეები მიიჩნევენ.

სავარაუდოდ, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი 380 მილიონს აღემატება. აქედან მოლაპარაკეთა ნახევარზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთის კუნძულებზე, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ბრიტანეთის ყოფილ კოლონიებში ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, დაახლოებით 360-370 მილიონ ადამიანზე მეტისთვის ინგლისური მეორე ენაა, რომლის შესწავლის აუცილებლობაც განპირობებულია ცალკეული ქვეყნების: ინდოეთის, პაკისტანის, ნიგერიის, კენიისა და სხვა სახელმწიფოების მრავალენოვნებით. ამ ქვეყნებში ინგლისური ზერეგიონალური კომუნიკაციის საშუალებას წარმოადგენს და, შესაბამისად, მეორე ოფიციალური ენაა.

მრავალი ქვეყნის სკოლებში, სადაც ინგლისური არც პირველი და არც მეორე სახელმწიფო ენა არაა, მას სწავლობენ პირველ უცხო ენად, მეორე ან მესამე უცხო ენის დაწყებამდნენ. მეორე და მესამე ენები, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს, მაგრამ ინგლისურს ყოველთვის სწავლობენ პირველი უცხო ენის სახით.

ინგლისური ენა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითადი ოფიციალური ენაა, ასევე — საერთაშორისო თემატური კონფერენციების სამუშაო ენაც.

ქვეყნები ოფიციალური სტატუსით
ამერიკის შეერთებული შტატები (210 მლნ)
დიდი ბრიტანეთი (55 მლნ)
კანადა (17.1 მლნ) — ფრანგულთან ერთად
ავსტრალია (15.7 მლნ)
ახალი ზელანდია (3.2 მლნ) — მაორულთან ერთად
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (3.5 მლნ) — სხვა 11 ენასთან ერთად
ირლანდია (2.6 მლნ) — ირლანდიურთან ერთად
ინდოეთი (მეორე ენა — 11 მლნ) — სხვა 15 ენასთან ერთად
ბაჰამის კუნძულები
ბელიზი — იამაიკურ-კრეოლურთან და ესპანურთან ერთად
ბოცვანა
გაიანა
გამბია
ზამბია
კენია — სუაჰილისთან ერთად
კირიბატი — კირიბატულ ენასთან ერთად
ნიგერია — იგბო, იორუბასა და ჰაუსასთან ერთად
პაკისტანი — ურდუსთან ერთად
პაპუა-ახალი გვინეა — ტოკ-პისინსა და მოტუსთან ერთად
სინგაპური — მალაიურთან, თამილურთან და ჩინურთან ერთად
ფილიპინები — ფილიპინურთან ერთად
ფიჯი — ფიჯისა და ჰინდისთან ერთად
ინგლისური ენის ზოგადი მახასიათებლები
სიტყვათა მარაგი
ინგლისურ ენას ძალიან მდიდარი სიტყვის მარაგი აქვს, რომელიც ენის განვითარების პერიოდში მნიშვნელოვნად განივრცო და გაფართოვდა.

ინგლისური ენის სრული ლექსიკონი, „ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექსიკონი“ (Oxford English Dictionary, 13 ტომი, 1933), „ახალი ინგლისური ენის ლექსიკონი“ (A New English Dictionary on Historical Principles, 10 ტომი, 1884-1933; შევსებული გამოცემა) 500 ათას სიტყვას შეიცავს.

ენათმეცნიერთა შეფასებით, თანამედროვე ინგლისური ენაში, დაახლოებით, ერთ მილიონზე მეტი სიტყვაა. ამას ემატება უამრავი გამოთქმა სლენგიდან თუ დიალექტებიდან; საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნიკის სხვადასხვა სფეროდან შემოსული ცნებები და ტერმინები, რომელთა უმეტესი ნაწილი მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან გამოიყენება.

ინგლისური ენის ლექსიკის დაახლოებით ერთი ნახევარი გერმანიკული (ძველი ინგლისური და სკანდინავიური), ხოლო მეორე ნახევარი – რომანული (ფრანგული და ლათინური) სიტყვებისაგან შედგება.

ბოლო ორი-სამი საუკუნის განმავლობაში ინგლისურ ენაში გამუდმებით შემოდიოდა ნასესხები სიტყვები არა მარტო ევროპული (ლათინური, ბერძნული, ფრანგული, სკანდინავიური) და აღმოსავლური წამყვანი ენებიდან (არაბული და სპარსული), არამედ ნაკლებად ცნობილი ენებიდანაც. სწორედ ამით აიხსნება დღევანდელი ინგლისური ლექსიკის დიდი მოცულობა.

ძველი ინგლისური ენიდან შემორჩა რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელები, პირის ნაცვალსახელები, მრავალი არსებითი და ზედსართავი სახელი. ფრანგული ენიდან ინგლისურში, ძირითადად, ინტელექტუალური, განყენებული ცნებები შევიდა. მაგალითად, ფრანგული წარმოშობისაა რანგისა და სტატუსის გამომხატველი სიტყვები: duke (ჰერცოგი), marquis (მარკიზი) და baron (ბარონი).