დარბევის დროს

💦 წყლის ჭავლი

  • მოიხსენი მხედველობის სათვალე (რომ არ დაგაზიანოს);
  • (ბუნებრივია) მაქსიმალურად მოშორდი წყლის ჭავლს;
  • თუ ბევრი ადამიანია გარშემო, არ აჩქარდე, გადაადგილდი სხვებთან ერთად, თანაბარი ტემპით, ჭყლეტვა რომ აიცილო;
  • არ აწიო ხელები – შეიძლება წყლის ჭავლმა დააზიანოს;

😂 ცრემლსადენი გაზი

გაზის გაშვებისას

გაუშვეს გაზი, რა უნდა ქნა პირველ რიგში?

  • მოირგე პირბადე ან რესპირატორი, რათა შეამცირო გაზის დიდი ოდენობით ჩასუნთქვა. თუ პირბადე/ბაფი დასველდა, მოიხსენი და ახალი გაიკეთე
  • მოირგე სათვალე
  • (ბუნებრივია) მოერიდე ტერიტორიას
  • არ ჩამოჯდე – გაზის კონცენტრაცია ქვემოთ უფრო მეტია, არ ჩამოჯდე, თუ დაიღალე ან მხედველობის პრობლემა გაქვს ჩასჭიდე ხელი მეგობარს და გააგრძელე ტერიტორიიდან გამოსვლა;

ტერიტორიიდან გაცლის შემდეგ

მოშორდი გაზს, როგორ შეგიძლია მოუარო თავს?

ჯერ მიხედე ლორწოვან არეებს

თვალები, პირი, ნესტოები.

თვალები მეწვის!

  • არ ისრეს თვალებს!
  • ჩამოიბანე სწორად – რბილი და არაუხეში ჭავლით, ცხვირიდან საფეთქლის მიმართულებით, რათა პირიქით თვალისკენ არ წავიდეს ჩამობანილი წყალი (მაგალითად შუბლიდან, ზემოდან ქვემოთ რომ დაისხათ ინსტინქტურად, ეს გააუარესებს მდგომარეობას);

სუნთქვა მიჭირს!

თუ დიდი რაოდენობით გაზი შეისუნთქე, ჯერ გამოირეცხე პირის ღრუ და შემდეგ მიიღე დიდი რაოდენობით სითხე – წყალი, წვენი, რძე ან სხვა. საჭიროა დროული და ხშირი შარდვა, რათა ნივთიერებამ დატოვოს ორგანიზმი.

კანის დამუშავება

ლორწოვანი არეების დამუშავების შემდეგ შეგიძლია კანს მიხედო – კანის იმ ნაწილს, რომელსაც მომწამვლელი აირი უშუალოდ შეეხო. აქ შეიძლება ჩვეულებრივი საპონი ან ასაქაფებელი სველი ხელსახოციც გამოიყენო.

გამოიცვალე ტანსაცმელი

სასურველია მალევე გამოიცვალო ტანსაცმელი, სახლში დაბრუნებისას კი – გარეცხო.

🌶️ წიწაკის სპრეი

გაზის და ჭყლის ჭავლისგან განსხვავებით, წიწაკის სპრეი მოქმედებს ახლო მანძილზე – თუ პირდაპირ შეგესხა.

  • მოქმედებს იგივე დაცვა – პირბადე/რესპირატორი, სათვალე;
  • თუ პირბადეს შეესხა, გაიკეთე ახალი პირბადე;

თვალები მეწვის!

აქაც, არ ისრეს თვალებს!

  1. დაგჭირდება მცენარეული ზეთი ან ვაზელინი – წიწაკის სპრეი შეიცავს ცხიმში ხსნად ნივთიერებას, რასაც უბრალო წყლით ან ფიზიოლოგიურით ვერ მოიშორებ;
  2. გაიკეთე ერთჯერადი ხელთათმანი და წაუსვი ბამბას, ხელსახოცს, უბრალო რბილ ქსოვილს, მაკიაჟის მოსაშორებელ დისკოს. ასეთი ბამბები შეგიძლია წინასწარ მოამზადო და ჰერმეტულ პარკში ჩააწყო.
  3. მოიშორე პირველადი ფენა
  4. ამის შემდეგ, ჩამოიბანე წყლით, ისევე როგორც ცრემლსადენი გაზის შემთხვევაში, მთავარია ჩამობანილი წყალი თვალში არ ჩაგივიდეს.