გააფერადე, არ შემოხაზო!

ხმის მიცემის პროცედურა მარტივია. ერთადერთი ცვლილებაა: შენი არჩევანი უნდა გააფერადო. ადრე, შემოხაზვა იყო საჭირო, მაგრამ ეს აღარ ჩაითვლება, მხოლოდ გაფერადება.

წყარო: ევროპულ-ქართული ინსტიტუტი

თან გქონდეს პირადობის მოწმობა ან პასპორტი, წაიყოლე მეგობრები და გაემართე შენი საარჩევნო უბნისკენ.

ადგილზე კიდევ ერთხელ აგიხსნიან ზუსტად რა და როგორ უნდა გააკეთო. ასევე, შეგიძლია ნახო “რადიო თავისუფლების” დეტალური ვიდეო.

ასევე, ყველა პარტიის გადახაზვას აზრი აღარ აქვს

შეიძლება არცერთი პარტია არ მოგწონს და გადახაზვას ფიქრობ. გაითვალისწინე, რომ ამჯერად, გადახაზვა აღარ მოქმედებს, და არჩევნებზე წასვლას აზრი ეკარგება. მეტი ამ საკითხზე.