ორგანიზაცია “დააკვირდი” იყენებს აპლიკაციას “Vote Monitor”. ეს აპლიკაცია დამკვირვებლებს ეხმარება მარტივად და ხარისხიანად აღრიცხონ არჩევნების დღის ყველა პროცედურა.
ამ გვერდზე გთავაზობთ აპლიკაციის ინსტრუქციას. სურათები აღებულია iPhone-დან. Android-ზე შეიძლება იყოს უმნიშვნელო სხვაობა.
📹 ვიდეო ინსტრუქციისთვის დააჭირე აქ
Vote Monitor აპლიკაციის ვიდეო განხილვა
💾 აპლიკაციის გადმოწერა
“Vote Monitor” აპლიკაციის გადმოსაწერად გახსენი:
- Play Store თუ ანდროიდი გაქვს
- App Store თუ iPhone (iOS) გაქვს
🔑 აპლიკაციაში შესვლა
გადმოწერის შემდეგ საჭიროა აპლიკაციაში შესვლა შენი ანგარიშით – Email-ის და პაროლის შეყვანა.
თუ ანგარიში არ გაქვს, მიმართე შენს დამკვირვებელ ორგანიზაციას – ის შეგიქმნის ანგარიშს, დეტალები კი მოგივა Email-ზე.
🏢 აირჩიე საარჩევნო უბნები
აპლიკაციას იყენებს ორგანიზაციის ყველა დამკვირვებელი სხვადასხვა უბანზე. ამიტომ, პირველ რიგში, საჭიროა აარჩიო ის უბნები, რომელზეც შენ იმუშავებ.
❗ უმჯობესია ეს 26 ოქტომბრამდე გააკეთო, მზად რომ გქონდეს.
როგორ გავიგო რომელი უბანია ჩემი?
შენი სადამკვირვებლო ორგანიზაცია უკვე გაგიზიარებდა საარჩევნო უბნის ნომრებს. აქ შეგიძლია შეამოწმო – რომელი ნომერი რომელ ადგილს შეესაბამება.
პირველი უბნის დამატება
შესვლისთანავე, პირველ გვერდზე დაინახავ ღილაკს “Add your first polling station”. დააჭირე და მიყევი რამდენიმენაბიჯიან მარტივ პროცესს.
- დააჭირე ღილაკს “Add your first polling station”
- აირჩიე რეგიონი/უბანი, მაგალითად “ვაკე”, აირჩიე საარჩევნო უბანი, მაგალითად “1”, დაადასტურე არჩევა და დააჭირე ღილაკს “Finalize”
- უბანი დამატებულია, შენ უკვე ხედავ ამ კონკრეტული უბნის გვერდს.
თუ ერთზე მეტ უბანზე ხარ
თუ სხვა უბნებზეც ხარ, მიყევი ამ ინსტრუქციას, თუ არა – გამოტოვე.
ერთი უბანი უკვე დამატებულია. ახლა:
- დააჭირე უბნის სახელს – “02.01 – ვაკე-1”
- ისევ დაინახავ ღილაკს – “Add new polling station”
- დააჭირე და მიყევი ნაბიჯებს – ზუსტად ისევე, როგორც პირველი უბნის დამატებისას
მეორე უბანიც დამატებულია და ახლა ხედავ ამ უბნის გვერდს. უბნებს შორის გადართვა შეგიძლია უბნის სახელზე დაჭერით და უბნის არჩევით.
აპლიკაცია გადმოწერილია, უბნები დამატებულია. ახლა იწყება კონკრეტულ უბანზე მუშაობა.
🕖 მისვლის და გამოსვლის დროის მითითება
უბანზე მისვლის დროს უთითებ “Arrival time”-ს, დატოვების დროს კი – “Departure time”-ს.
თუ მობილურ ჯგუფში ხარ და რამდენიმე უბანზე გიწევს სიარული დღის განმავლობაში:
- Arrival time – რომელიმე უბანზე მისვლისას შეიყვანე დრო ყველა უბანზე;
- Departure time – იგივენაირად – რომელიმე უბანზე რომ დარჩები და დატოვებ, ყველა უბანზე მიუთითე ერთი და იგივე დრო.
📸 ფორმების შევსება
მთავარი სამუშაო სივრცე არის სექცია “Forms”. ამ სექციაში აღწერ უბანზე არსებულ ვითარებას.
პროცედურა უკვე იცი. თუ არ იცი, შეგიძლია გადახედო ჩვენს ონლაინ-ტრენინგს. ეს ფორმებიც პროცედურას მიყვება.
მაგალითად:
- უბნის გახსნის დროს, გახსენი ფორმა “26-0 – უბნის გახსნა”
- დაინახავ კითხვარს 7 კითხვით
- უპასუხე კითხვებს და სადაც შესაძლებელია, დაურთე ფოტო
⚠️ Quick Report სექცია
თუ შეამჩნიე დარღვევა ამ სექციაში შეგიძლია აღრიცხო მარტივი ფორმის დახმარებით. სულ რამდენიმე ნაბიჯია:
- აპლიკაციის ქვედა მენიუში გადადი სექციაზე “Quick report”
- დააჭირე ღილაკს “Report new issue”
- შეავსე ფორმა:
- აირჩიე უბანი, სადაც ეს დარღვევა მოხდა
- Title of issue – მოკლედ დაასათაურე რა მოხდა (მაგ. “არ მომცეს რეგისტრატორზე დაკვირვების საშუალება”)
- Description – ცოტა მეტად აღწერე ინციდენტი.
- Add media – თუ გაქვს ინციდენტის ამსახველი ფოტო ან ვიდეო მასალა, დაურთე აქვე.
- დააჭირე “Submit”-ს.
❗ თუ ამ ფორმის შევსებას ვერ ასწრებ, მთავარია შეინახო ვიდეო-მასალა და, თუ შეძლებ, გაუზიარო შენს სადამკვირვებლო ჯგუფს დაცულ ჩეთში.
სხვა სექციები
აპლიკაციაში არის კიდევ ორი სექცია:
- Guides – აქ ჩანს ორგანიზაციის მიერ მომზადებული გზამკვლევი თუ როგორია არჩევნების პროცედურა და რა უნდა გაითვალისწინო შენ, როგორც დამკვირვებელმა. ასევე, ყოველთვის შეგიძლია გამოიყენო ჩვენი ონლაინ ტრენინგი, რომელიც “დააკვირდის” ავტორობით და დახმარებით შეიქმნა.
- Inbox – დღის განმავლობაში თუ მოხდა რაიმე ისეთი, რაც ყველა დამკვირვებელმა უნდა გაიგოს, დიდი ალბათობით, ეს ინფორმაცია ამ სექციაში გამოჩნდება. ამიტომ, გირჩევთ პერიოდულად შემოწმებას.