გამჭვირვალობა გვინდა!

ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ “გამჭვირვალობა გვინდა” და “რატომ ეწინააღმდეგებით გამჭვირვალობას, ანუ რაიმეს მალავთ?” “ხომ არ ვხურავთ NGO-ებს, უბრალოდ დეკლარაციის შევსებას ვთხოვთ”.

გამჭვირვალობა კარგია, თუმცა კონკრეტულად რას ითხოვს ეს კანონპროექტი და რა ფორმით, ამ ნაწილში ორი დიდი პრობლემაა.

წარმოიდგინეთ, რომ გვაქვს კანონპროექტი “ჯანსაღი კვების” შესახებ – როგორ შეიძლება ამის წინააღმდეგი ვინმე იყოს? თუმცა, ამ კანონპროექტში რომ ჩავიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ჰამბურგერის ჭამის გამო ადამიანების დაჯარიმებას ვაპირებთ – ეს ხომ არ არის კარგი? მოდით, გავცდეთ სათაურს და გადავიდეთ შინაარსზე.

1️⃣ რატომ შემოგვაქვს ახალი იარლიყი?

არსებობს 26 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ასეთი პირების ფინანსურ ანგარიშგებას აღწერს: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის დამტკიცების შესახებ 🔗 (ასევე: ანგარიშების პორტალი 🔗, საგარეო დახმარების ინფორმაციული მართვის სისტემა 🔗)

რას ვერ აკეთებს ეს დოკუმენტი და პორტალები ისეთს, რასაც ახალი კანონპროექტი გააკეთებს?

თუ რაიმე პუნქტი აკლია ამ დოკუმენტს, რატომ არ ვამატებთ ამ პუნქტს? მარტივად და გასაგებად? რატომ შემოგვაქვს კანონმდებლობაში სრულიად ახალი იარლიყი უცხოური ძალის შესახებ?

სწორედ ამიტომ ემსგავსება ეს პროცესი არა უბრალოდ ტექნიკურ გაუმჯობესებებს კანონმდებლობაში, არამედ – პოლიტიკურ კამპანიას და ბრძოლის მექანიზმს.

2️⃣ “გამჭვირვალობის” მეორე მხარე

ზემოთ ვთქვით, რომ გამჭვირვალობა კარგია, და თუ რაიმე ამ მიმართულებით გასაუმჯობესებელია – რატომაც არა, ჩავამატოთ ეს პუნქტები არსებულ კანონპროექტში.

თუმცა, გამჭვირვალობა ყოველთვის უნდა შედარდეს იმას, თუ რისი დათმობა გვიწევს. ამ კანონპროექტის შემთხვევაში, ყალიბდება ასეთი სცენარი:

  1. ორგანიზაციები ავსებენ დეკლარაციას
  2. სახელმწიფოს, დაეჭვების საბაბით, წელიწადში ორჯერ შეუძლია ორგანიზაციაში შესვლა და მისი შეფერხება/შეჩერება

წარმოიდგინეთ, რომ იგივე ვრცელდებოდეს ფიზიკური პირების ყოველწლიურ დეკლარაციაზე – გარდა იმისა, რომ თქვენ წარადგენთ დეკლარაციას, სახელმწიფოს შეეძლოს წელიწადში ორჯერ თქვენს სახლში შემოსვლა, თქვენი ტექნიკის წაღება და სხვა.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx