კანონის განხილვებისას გაჟღერებული შეკითხვები და შეთავაზებები
გიზიარებთ მცირე ნაწილს ~30 საათიანი ვიდეო მასალიდან, სადაც, სხვადასხვა სხდომაზე, ადამიანები სვამენ შეკითხვებს, აზიარებენ შენიშვნებსა თუ შეთავაზებებს.
მმართველი პარტიის მიხედვით, დასმული ათობით შეკითხვიდან თუ შენიშვნიდან, ყველა უშინაარსო იყო, მათი პასუხები კი – აბსოლუტურად ამომწურავი. ჩვენი შეფასებით, დასმული შეკითხვების უმრავლესობას პასუხი ან არ გაეცა, ან გაეცა ზედაპირულად და პირადი მოსაზრების დონეზე (ნაცვლად კვლევით და არგუმენტით გამყარებისა).
ვიდეოებს მითითებული აქვს შეკითხვის დასმის ზუსტი დრო, რომელზეც უნდა გადაახვიო.
სად არის მომხსენებლის პასუხები?
პასუხების ზუსტ დროს არ ვუთითებთ რამდენიმე მიზეზის გამო:
თითოეულ მუხლთან დაკავშირებით ისმება არაერთი შეკითხვა. მომხსენებელი ცდილობს შეჯამებულად უპასუხოს ამ შეკითხვებს. ამიტომ, რთულია კონკრეტული შეკითხვის კონკრეტულ პასუხთან პირდაპირ დაკავშირება და მარტივად ჩვენება იმის, გაეცა თუ არა პასუხი ამ კონკრეტულ შეკითხვას.
ვიდეოები წარმოდგენილია სრული სახით, შეგიძლია დაელოდო და მოისმინო პასუხები. თუ ჩათვლი, რომ რომელიმე პასუხი არგუმენტირებულია, დატოვე კომენტარი ან დაგვიკავშირდი.
მუხლი 1
მუხლი 2
მუხლი 4
მუხლი 6
მუხლი 8
მუხლი 9
მუხლი 10
შეჯამება
ამ გვერდზე გაგიზიარეთ განხილვების მცირე ნაწილი. გაეცანი – რა შეკითხვები დაისვა, რა შეთავაზებები გაჟღერდა და მოჰყვა თუ არა მათ სათანადო მსჯელობა.
ამ მასალაში ჩანს ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დამსწრეების მზაობა გაეუმჯობესებინათ კანონი ისე, რომ გამჭვირვალობაც გაზრდილიყო და რისკებიც დაზღვეულიყო.
ქართული ოცნების ნარატივი, რომ მათ არცერთი არგუმენტი არ მოუსმენიათ, ვფიქრობთ რომ გაბათილებულია. და ის, რომ ამ არგუმენტებს სათანადო განხილვა არ მოჰყოლია, ჩვენი აზრით, მიუთითებს გაურკვეველ, არაჯანსაღ მოტივაციებზე – მივიღოთ არა ისეთი კანონი, რომელიც საუკეთესო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ კანონი, რომელსაც, გაცხადებული მიზნებისგან განსხვავებული დანიშნულება აქვს.