“ნაცების” წისქვილზე ასხამთ წყალს – რა პრობლემებია შენს პოზიციაში? – მცირდება მშვიდობით წასვლის შანსი

თემა: "ნაცების" წისქვილზე ასხამთ წყალს

სექცია: რა პრობლემებია შენს პოზიციაში?

ქვეთემა: მცირდება მშვიდობით წასვლის შანსი

რაც უფრო დიდხანს აძლევ ხელისუფლებას ძალადობის, რეპრესიის და დანაშაულის ჩადენის უფლებას, მით უფრო მეტად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, სამართლიან სასამართლოში რომ არ მოუწიოს პასუხისგება.

ამავდროულად, გროვდება უსამართლობა საზოგადოების დანარჩენ ნაწილში. ეს უსამართლობა კი არსად ქრება, გაიზრდება და იფეთქებს.

ამიტომ, გარდა იმისა, რომ ალტერნატივის გაჩენის შანსი მცირდება, ასევე იზრდება არსებული ხელისუფლების ავტორიტარად ჩამოყალიბების შანსი.