“ნაცების” წისქვილზე ასხამთ წყალს – რა პრობლემებია შენს პოზიციაში? – კრიტიკა ფუნდამენტურ საკითხებზე

თემა: "ნაცების" წისქვილზე ასხამთ წყალს

სექცია: რა პრობლემებია შენს პოზიციაში?

ქვეთემა: კრიტიკა ფუნდამენტურ საკითხებზე

შეიძლება ერიდებოდე რიგით პოლიტიკურ საკითხებში ჩართვას, რიგითი პრობლემების გამო ხმამაღალ კრიტიკას. მაგალითად, შეიძლება არ მოგწონდეს გაზრდილი ჯარიმები, მაგრამ ითმენდე ამას.

თუმცა, არსებობს ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ფიზიკური თავდასხმა და პროტესტის აკრძალვა. ასეთი ნაბიჯების მოთმენა არ შეიძლება. ეს არის ფუნდამენტი, რომლის გარეშეც ალტერნატივა ვერ გაჩნდება. ეს არის ის მინიმალური ნიადაგი, რომელიც ყველამ ერთად უნდა დავიცვათ, რათა შანსი მივცეთ ახალ ძალებს.

მოსაზრება, რომ ახალი ძალა უნდა იყოს გმირებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც ნებისმიერ ძალადობას გადალახავს, ამორალურია. ჩვენ ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ. არსებობს არაერთი რეჟიმი, სადაც ათწლეულებია ოპოზიცია სრულიად გამქრალია.