“ნაცების” წისქვილზე ასხამთ წყალს – აბა, რა ვქნა? – კარგი, მაგრამ “ნაცები” რომ დაბრუნდნენ?

თემა: "ნაცების" წისქვილზე ასხამთ წყალს

სექცია: აბა, რა ვქნა?

ქვეთემა: კარგი, მაგრამ "ნაცები" რომ დაბრუნდნენ?

შეიძლება იკითხო – სიმართლის მხარეს დგომა კარგია, მაგრამ მართლა რომ გავაკრიტიკო “ოცნება” იმაზე, რაზეც გასაკრიტიკებელია, ეს ხომ მას დააზიანებს, მოგვიწევს მისი გაშვება და ისევ “ნაცები” რომ მოვიდნენ?

პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ ათობით ადამიანმა, წინა ხელისუფლებიდან, წარმატებით გადმოინაცვლა დღევანდელში.

თუ კონკრეტული ადამიანები გყავს მხედველობაში, და მათი დაბრუნების გეშინია, თქვი – ვისი და რა მიზეზით?

დანაშაული ჩაიდინეს?

თუ დაჭერილები არ არიან, რატომ არ იჭერენ? რატომ არ მოუწოდებ ხელისუფლებას გამოიძიოს მათი დანაშაული? რატომ აძლევ ხელისუფლებას უფლებას, რომ შეგაშინოს ამ ადამიანებით?

თუ დაჭერილები არიან, ან არაფერი დაუშავებიათ, ან უკვე მოიხადეს სასჯელი, რისი გეშინია?

ჯერ დავაკონკრეტოთ საფრთხე, რეალური საფრთხე და შემდეგ ერთად მოვიფიქროთ, როგორ ავირიდოთ ეს საფრთხე თავიდან.