სარწმუნოებას საქართველოს ისტორიაში ყოველთვის დიდი ადგილი ეჭირა.
არც სპარსელებს, არაბებს, მონღოლებსა და თურქებს არ გაუკეთებიათ ის, რაც რუსულმა ხელისუფლებამ და მისმა ეგზარქოსებმა გაუკეთეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას
ივანე ჯავახიშვილი
რა გაგვიკეთა რუსეთმა?
მეფის რუსეთი
- 1811 წელს გაგვიუქმა ეკლესიის ავტოკეფალია;
- 1811 წლიდან დახურა 5 მონასტერი და 800-ზე მეტი ეკლესია;
- 1820 წელს მოგვიკლა იმერეთის მიტროპოლიტები, დოსითეოს ქუთათელი და ექთიმე გენათელი;
- 1860 წელს ეგზარქოსმა ევსევიმ გელათის მონასტერი გაანადგურა, იქ დასვენებული ხახულის ღვთისმშობლის ხატი კი ძვირფასი თვლებისგან გაძარცვა;
- 1870 წელს რუსი ეგზარქოსის ნებით, ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშევმა გელათიდან გაიტანა XI საუკუნის უძველესი ქართული სახარება და ოქროთი მოჭედილი ყდა ვერცხლით შეცვალა;
- 1880-იან წლებში ეგზარქოსმა პავლემ ცეცხლში დაწვა ქართულ ენაზე დაბეჭდილი ათასობით წიგნი, გაძარცვა ჭყონდიდისა და მეტეხის ტაძრები;
- ეგზარქოსმა ევგენიმ „სანიტარული წესრიგის“ საბაბით, თეთრად შეაღებინა სვეტიცხოვლის, ალავერდისა და ერთაწმიდის უმნიშვნელოვანესი და უნიკალური ისტორიულ-კულტურული ფრესკები;
- ეგზარქოს პავლეს დროს მეტეხის ეკლესიიდან გაქრა ოქროთი მოჭედილი მეტეხის ღვთისმშობლის (ბეთლემის) ხატი;
წყარო: ქართული ეკლესიის ბედი
საბჭოთა პერიოდი
- 1922-1923 წლებისთვის საქართველოში გაჩნდა ,,ურწმუნოთა” და ,,ათეისტთა” წრეები;
- შეიქმნა უამრავი ათეისტური გაზეთი, მათ შორის, “უღმერთო დაზგასთან”, “უღმერთო”, “ღვთის წინააღმდეგ” და სხვ.
- 1931 წლისთვის 1450 ეკლესიის ნაცვლად მოქმედებდა 350, დახურულ ტაძრებში, რომლებიც დანგრევას გადაურჩა, იხსნებოდა სასოფლო კლუბები, ბიბლიოთეკები, სკოლები, აბანოც კი.
წყარო: საზოგადოებრივი არქივი
პოსტ-საბჭოთა პერიოდი (1991-დან დღემდე)
- 1993 წლის 5 ივლისი – კომანის ტრაგედია, აფხაზეთში წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის ეზოში სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა დახვრიტეს მღვდელმონაზონი ანდრია, ამავე ტაძარს შეფარებული აფხაზი იური ანუა კი აწამეს.
- აგვისტოს ომი (მოსაძიებელია ფაქტები)
- ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, მე-11 საუკუნე – თეთრად გადაიღება, თავზე დაედგა რუსული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ბოლქვის ფორმის გუმბათი.
- ბედიის მონასტერი, მე-10 საუკუნე – კედლის გამაგრების დროს ფრესკები ჩამოცვივდა.
- დრანდის ტაძარი, მე-6-მე-8 საუკუნეები – გადაიღება თეთრად, დამონტაჟდა თანამედროვე კარ-ფანჯარა.
- ახალი ათონის ტაძარი, მე-9-მე-10 საუკუნე – ტაძრის ირგვლივ მთლიანად მოიხსნა მიწის ფენა, რომლის შედეგებიც ქართული მხარისთვის უცნობია.
- 2023 წელს რუსმა სამხედროებმა კირბალის მოსახლეობას ჯერ ლომისის წმინდა გიორგის სალოცავის კარი აუჭედეს, შემდეგ კი ეკლესიის მოსალოცად ასული თამაზ გინტური მოკლეს.
რა გაგვიკეთა დასავლეთმა?
- ბოლო 21 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების საელჩომ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, 2 000 000 დოლარის ღირებულების 21 პროექტი განახორციელა.
- აშშ-ის საელჩოს 506 ათას დოლარიანი გრანტით, მოხდა ჯვრის მონასტრის კონსერვაცია;
- აშშ-ის საელჩომ გელათის რეაბილიტაციისა და ფრესკების კონსერვაციისთვის 600 ათასი დოლარი გამოყო;
- აშშ-ის საელჩომ დააფინანსა ატენის სიონის ტაძრის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები;
- აშშ-ის ელჩის ფონდმა X-XI ს. დათარიღებული არბოში მდებარე წმ. გიორგისა და ტირძნისში მდებარე გვიანდელი შუა საუკუნეების სამების ეკლესიების რეაბილიტაცია დააფინანსა;
- ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ნიქოზის საეპისკოპოსო კომპლექსს.