ენა ჩვენი ერის თვითმყოფადობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
რა გაგვიკეთა რუსეთმა?
- 1801 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ქართული, როგორც სახელმწიფო ენა, აკრძალულად ითვლებოდა.
- 1860-იან წლებამდე საქართველოს ყველა სასწავლებელში, მათ შორის, სასულიერო სასწავლებლებში, სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა.
- 1978 წელს საბჭოთა რუსეთს სურდა საქართველოში სახელმწიფო ენად რუსული გამოეცხადებინა, რასაც 14 აპრილს უდიდესი პროტესტი მოყვა, რითაც შევინარჩუნეთ ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი.
- 2017 წელს ქართული სკოლები გააუქმა ოკუპირებულ ცხინვალში.
- 2021 წელს რუსეთმა აკრძალა ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულ ენაზე სწავლა.
- გალსა და ახალგორში ქართველებს მშობლიურ ენაზე საუბარი ეკრძალებათ.
- სასკოლო ბიბლიოთეკებში აკრძალულია ქართული ენციკლოპედიებისა თუ კლასგარეშე საკითხავი სხვადასხვა ლიტერატურის შენახვა-გამოყენებაც კი.
რა გაგვიკეთა დასავლეთმა?
- ქართული ენა სწავლება არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში.
- მხატვრული ლიტერატურის თარგმნა ქართულ ენაზე.
- წიგნის თარგმნის პროგრამა ყოველწლიურად ფინანსდება აშშ-ის საელჩოს მიერ, რომლის მეშვეობითაც ქართულ ენაზე ხელი მიგვიწყდება უახლეს კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე მხ. ლიტერატურაზე.
- ქართული ანბანის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა ქართული ანბანის მხატვრულ-დეკორაციული ვერსია.
- სვანური ენის შენარჩუნების მიზნით, შეიქმნა სვანური ენის ონლაინ კურსი და გაციფრულდა ამ ენაზე შემონახული წერილობითი მემკვიდრეობა.
- უცხოური კანონმდებლობის ქართულ ენაზე თარგმნა.
როგორ დაგვეხმარება ევროკავშირში შესვლა ენის დაცვაში?
ევროკავშირი თანაბრად სცემს პატივს თითოეული წევრი სახელმწიფოს ენას. ამჟამად, ევროკავშირის ოფიციალური და სამუშაო ენა 24-ია. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ევროკავშირის ერთ-ერთი ოფიციალური ენა ქართული გახდება.