ამ კუთხით ორი მთავარი გამოწვევა გვაქვს:
- კონფლიქტურ რეგიონში, ჩვენი მსგავსი პატარა სახელმწიფოებისთვის რთულია დამოუკიდებლობის შენარჩუნება.
- ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და გვაქვს გაყინული კონფლიქტები ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის სახით. ამ ურთულესი პრობლემის მოგვარების გზაზე გვჭირდება ძლიერი პარტნიორები.
რა გაგვიკეთა რუსეთმა?
- 1801 წლიდან რუსეთის იმპერიამ დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი და დაიწყო საქართველოს ანექსია.
- 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა რუსეთმა წაგვართვა დამოუკიდებლობა და საქართველო გააწითლა.
- 1921 წლის 16 მარტს საბჭოთა რუსეთმა თურქეთს გადასცა ტაო-კლარჯეთი ართვინის, არტაანის, ოლთისის და რიზეს რეგიონებთან ერთად (მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულება).
- 1921 წლის 7 ივლისს სტალინისა და სერგო ორჯონიკიძის ჩარევით კავბიურომ ლორეს ნეიტრალური ზონა სომხეთს გადასცა.
- 1921 წლის 5 ივლისს ზაქათალას ოლქი, იგივე საინგილო, აზერბაიჯანს ასევე საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ გადაეცა.
- 1937-38 წლების დიდ რეპრესიებს 29 051 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან დახვრიტეს – 14 372, ხოლო გადაასახლეს – 14 679.
ოკუპირებული ტერიტორიები და მათი აღიარების მცდელობები
- 1992-1993 წლებში რუსეთმა განახორციელა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია
- დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაახლოებით 10-15 ათასი ადამიანი, 250 ათასზე მეტი ქართველი გაძევებულ იქნა აფხაზეთიდან ეთნიკური წმენდის შედეგად. (წითელი ჯვარი, მთის ამბები). ეთნიკური წმენდა დადასტურებულ იქნა ეუთო-ს მიერ 1994 წ. ბუდაპეშტის, 1996 წ, ლისაბონისა და 1999 წ. სტამბოლის სამიტების რეზოლუციებში.
- 2008 წელს დაიწყო ომი ჩვენს წინააღმდეგ.
- 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიები, სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარა.
- რუსეთის ზეგავლენით, იგივე გააკეთა შემდეგმა ქვეყნებმაც: ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ, სირია.
- ოკუპირებულ ტერიტორიებზე კატეგორიულად იკრძალება საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება. ნაცვლად ამისა, ასწავლიან რუსულ ენაზე დაბეჭდილ აფხაზეთის ისტორიას, რუსი ავტორების მიერ შექმნილ რუსეთის ისტორიას.
მცოცავი ოკუპაცია – ბორდერიზაცია
- საოკუპაციო ძალა აკავებს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს, არ ყოფილა არც ერთი წელი მრავალრიცხოვანი უკანონო დაკავებების გარეშე.
- უკანონოდ დაკავებულთა ჯამური რიცხვი 3 500 ადამიანს აღემატება.
- ამ ადროისთვის, საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 500 კმ-ზე მეტია. 100 კმ-ზე მეტ სიგრძეზე კი ხელოვნური ბარიერები, ღობეები, მავთულხლართები და ტრანშეები უკანონოდაა მოწყობილი.
რა გაგვიკეთა დასავლეთმა?
ჯარის გაძლიერება
2004 წლიდან NATO-სთან თანამშრომლობით შევძელით:
- შეიარაღებული ძალების აღჭურვა და მოდერნიზაცია;
- შეიარაღებული ძალების წვრთნისა და საბრძოლო მომზადების ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბება;
- თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ინსტიტუციების ჩამოყალიბება-განვითარება;
- ეროვნული სამხედრო სტრატეგიების შემუშავება.
არაღიარების პოლიტიკაში მხარდაჭერა
- აშშ არ ეხმარება ქვეყნებს, ვინც ჩვენს ტერიტორიებს დამოუკიდებლად ცნობს ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობა აქვს. (2017 წლის 5 მაისის აქტი)
- არაღიარების პოლიტიკის წარმატების მაგალითია, ის, რომ წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფოებმა, ტუვალუმ და ვანუატუმ, უკან გაიწვიეს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
2008 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 24/7-ზე უწევს პატრულირებას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვრებს, გვეხმარება ინფორმაციის მიმოცვლაში.
გასხვისებული ტერიტორიების უკან დაბრუნება
- დასავლური ფონდების დაფინანსებით განხორციელდა ორი მნიშვნელოვანი კამპანია “არა ნამახვანჰესს” და “რაჭის ტყეების დასაბრუნდებლად”.
- პირველ შემთხვევაში, გასხვისდა მდინარე და მიწა, მეორე შემთხვევაში – ტყე. ორივე დავიბრუნეთ არასამთავრობო ორგანიზაციების (მწვანე ალტერნატივა, ხმა, სამართლიანი ენერგოპოლიტიკა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და ა.შ), ონლაინ მედიის (მაუწყებელი, პუბლიკა, ნეტგაზეთი, მთის ამბები) და სახალხო მოძრაობების (რიონის ხეობის მოძრაობა, პროფკავშირები) აქტიური ჩართულობით.