თემა: "ნაცების" წისქვილზე ასხამთ წყალს
სექცია: რა პრობლემებია შენს პოზიციაში?
ქვეთემა: შერჩევითი სამართალი
შენ აკრიტიკებ ადამიანებს, ვინც წინა მთავრობის ძალადობას უყურებდა და ჩუმად იყო. წამოაძახებ ხოლმე ამ სიჩუმეს.
მე გაკრიტიკებ შენ, ახლანდელ ძალადობას რომ უყურებ და ჩუმად ხარ.
ეს ხელისუფლებაც ხომ შეიცვლება, ისევ მე უნდა გავჩუმდე და შენ ახმაურდე?
ვიაროთ ამ წრეზე?
მაშინაც იყვნენ ადამიანები ვინც აპროტესტებდა, ვისაც ეშინოდა პროტესტის და ვისაც მოსწონდა ძალადობა.
თუ უსამართლობა მხოლოდ პერიოდულად გაღელვებს, თუ პოლიტიკური სიმპათიებით წყვეტ, როდის არის დაუშვებელი ძალადობა და როდის – არა, შენ დგახარ არა სამართლის, არამედ პარტიის მხარეს.
არ არსებობს ნაწილობრივი სამართლიანობა. შერჩევითი სამართალი ნიშნავს უსამართლობას. ასეთი მიდგომით, შენ მზად ხარ ქვეყანა ამყოფო მუდმივი უსამართლობის რეჟიმში.