თემა: "ნაცების" წისქვილზე ასხამთ წყალს
სექცია: რა პრობლემებია შენს პოზიციაში?
ქვეთემა: სიჩუმე რყვნის ხელისუფლებას
შენი სიჩუმე მმართველ პარტიას მეტს აბედინებს.
თუ ის ჩათვლის, რომ მის დანაშაულს საზოგადოება, ამა თუ იმ მიზეზით, მშვიდად შეხვდება, გაგებით მოეკიდება, ის აუცილებლად მოინდომებს მეტს.
მისი საზრუნავი ხდება მხოლოდ მისი ამომრჩეველი, თანაც, შედარებით გავლენიანი ნაწილი. დანარჩენი საზოგადოება შეუძლია გააშავოს, დაარბიოს, დაიჭიროს. მოექცეს, როგორც მეორეხარისხოვან მოქალაქეებს.