თემა: "ნაცების" წისქვილზე ასხამთ წყალს
სექცია: რა პრობლემებია შენს პოზიციაში?
ქვეთემა: მორალური ორმაგი სტანდარტი
წინა ხელისუფლებამ ქვეყანას მნიშვნელოვანი განვითარება მოუტანა. თუმცა, პოლიციურ ძალადობას ვერ შეელია.
მაშინ, ძალადობის გასამართლებელი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ქვეყანა ვითარდებოდა, ინვესტორები ფულს აბანდებდნენ და დესტრუქციული აქციებით ამ პროცესების ხელის შეშლას ვერ დაუშვებდნენ.
მაგრამ მაშინ შენ, როგორც საზოგადოების დიდმა ნაწილმა, გადაწყვიტე, რომ ეს განვითარება ადამიანების უფლებების შელახვად არ ღირდა და გაუშვი ის ხელისუფლება.
კი, იყო სხვა მიზეზებიც, მაგალითად 5 მილიონი თითო სოფელს, ფასების განახევრება, 100 ქარხანა, იაფი კრედიტები, ევროპის გაკვირვება დემოკრატიით, მაგრამ ძალადობის დასრულება ხომ მთავარი მიზეზი იყო?
ახლა სად არის ეს მორალური პოზიცია? ახლა რატომ გახდა ყველა სხვა საკითხი უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანებზე ძალადობა? ახლა რატომ მოყვება ძალადობაზე საუბარს მრავალი “კი, მაგრამ..“? ნამდვილად ძალადობა იყო ის, რამაც მაშინ ხმა აგამაღლებინა, თუ რაიმე სხვა, მაგალითად პირადი შურისძიება ან ძალაუფლებაში მოსვლის სურვილი? უსამართლობას ებრძოდი თუ კონკრეტულ ადამიანებს?