თემა: "ნაცების" წისქვილზე ასხამთ წყალს https://gaanate.org/?p=4538
სექცია: შეჯამება
შენ ცდილობ აირიდო უარესი შედეგები, ამიტომ ითმენ დღევანდელ რეალობას, დღევანდელ უსამართლობას.
მაგრამ ეს არ არის პრაგმატული თმენა. ეს თმენა საზიანოა ქვეყნისთვის. ეს თმენა რყვნის ხელისუფლებას.
ჩვენ უნდა შევძლოთ და ბანაკის ერთგულებიდან გადავიდეთ პრინციპების ერთგულებაზე, უნდა შეგვეძლოს ცუდისთვის სახელის დარქმევა. “მაგრამ”-ის გარეშე.
უფრო პრაქტიკულად კი, უნდა შევძლოთ:
1. ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შექმნა;
2. ხელისუფლებისთვის შიშის განცდის შექმნა;
3. დამნაშავე ხელისუფლების დათხოვნა;
4. ყოველი ახალი ხელისუფლებისთვის ისეთი ცვლილებების მოთხოვნა, რომ შემდეგ ხელისუფლებას კიდევ უფრო გაურთულდეს ძალადობა მოქალაქეზე.
უნდა შევძლოთ ორგანიზება და ერთმანეთთან თანამშრომლობა.
არ არის აუცილებელი მოგწონდეს ოპოზიცია. მაგრამ, აუცილებელია არ დახუჭო თვალი უსამართლობაზე, რადგან როგორც კი ამ გზას დავადგებით, როგორც კი უსამართლობის აწონ-დაწონვას დავიწყებთ, თუ რამდენი უსამართლობაა მისაღები, დავიწყებთ მანკიერ წრეზე სიარულს.
ასეთ გარემოში კი ერთადერთი სტაბილურობა, რასაც შეგვიძლია მივაღწიოთ, არის სტაბილური უსამართლობა.