კანონის განხილვებისას გაჟღერებული შეკითხვები და შეთავაზებები

გიზიარებთ მცირე ნაწილს ~30 საათიანი ვიდეო მასალიდან, სადაც, სხვადასხვა სხდომაზე, ადამიანები სვამენ შეკითხვებს, აზიარებენ შენიშვნებსა თუ შეთავაზებებს.

მმართველი პარტიის მიხედვით, დასმული ათობით შეკითხვიდან თუ შენიშვნიდან, ყველა უშინაარსო იყო, მათი პასუხები კი – აბსოლუტურად ამომწურავი. ჩვენი შეფასებით, დასმული შეკითხვების უმრავლესობას პასუხი ან არ გაეცა, ან გაეცა ზედაპირულად და პირადი მოსაზრების დონეზე (ნაცვლად კვლევით და არგუმენტით გამყარებისა).

ვიდეოებს მითითებული აქვს შეკითხვის დასმის ზუსტი დრო, რომელზეც უნდა გადაახვიო.

სად არის მომხსენებლის პასუხები?

პასუხების ზუსტ დროს არ ვუთითებთ რამდენიმე მიზეზის გამო:

  • თითოეულ მუხლთან დაკავშირებით ისმება არაერთი შეკითხვა. მომხსენებელი ცდილობს შეჯამებულად უპასუხოს ამ შეკითხვებს. ამიტომ, რთულია კონკრეტული შეკითხვის კონკრეტულ პასუხთან პირდაპირ დაკავშირება და მარტივად ჩვენება იმის, გაეცა თუ არა პასუხი ამ კონკრეტულ შეკითხვას.
  • ვიდეოები წარმოდგენილია სრული სახით, შეგიძლია დაელოდო და მოისმინო პასუხები. თუ ჩათვლი, რომ რომელიმე პასუხი არგუმენტირებულია, დატოვე კომენტარი ან დაგვიკავშირდი.

მუხლი 1

9:34:19 – არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სხვადასხვა პრობლემასთან ერთად, კანონის მიზნობრიობის პრობლემაზეც საუბრობს.
6:25:16 – ა.ა.ი.პ. წარმომადგენელი ითხოვს კვლევების ჩვენებას, რომლითაც იხელმძღვანელეს კანონპოექტის შედგენისას.

მუხლი 2

4:34:00 – პარლამენტარი საუბრობს ტერმინ “ინტერესებზე” და აყენებს შეთავაზებას ახალ დასახელებაზე “უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების რეესტრი”.
7:25:51-8:40:55 – რა კვლევას ეფუძნება დაფინანსების 20%-იანი ზღვარის დაწესება და რატომ არ არის 10, 15, 30 ან სხვა ნებისმიერი რიცხვი. პასუხი არის არა რაიმე კონკრეტული კვლევა და ამაზე დაფუძნებული მსჯელობა, არამედ ის, რომ ამერიკულ კანონში ასე წერია.
9:10:16 – არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ასაბუთებს თუ რა საფრთხეებს უქმნის ეს კანონი ქვეყანას, რატომ არის დამაზიანებელი ეს სახელი მისთვის, როგორც მოქალაქესთვის და მისი ოჯახისთვის.
9:34:19 – არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სხვადასხვა პრობლემასთან ერთად, საუბრობს მეორე მუხლზე – რომ დაფინანსების მიღება არ ნიშნავს უცხო ქვეყნის ინტერესების წინ დაყენებას (შესაბამისად, ამ სახელის დარქმევას).
5:39:54 – ა.ა.ი.პ.-ის წარმომადგენლის შეკითხვა – თუ კანონის მიზანია გამჭვირვალობა, რატომ ჩათვალეს ავტორებმა, რომ საზოგადოებას არ აინტერესებს სახელმწიფოს ა.ა.ი.პ-ების გამჭვირვალობა. მითუმეტეს, რომ მათაც იგივე დონორი აფინანსებს.
7:35:45 – არასამთავრობოს წარმომადგენელი საზოგადოებისთვის ხსნის რა სახის ანგარიშვალდებულება აქვთ დონორების წინაშე და ეს ანგარიშვალდებულება რატომ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ორგანიზაცია ჩაითვალოს რომელიმე ძალის ინტერესების გამტარებლად.
1:46:23 – დეპუტატის შეთავაზება – შეიქმნას მე-2 რეესტრი, სადაც უცხო ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია დაერქმევათ მათ, ვინც არ წარადგენს აღნიშნულ დეკლარაციას. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ყველა ორგანიზაციის ერთ სიაში გაერთიანება გაუგებარი და არასწორია.

მუხლი 4

8:01:55 – ა.ა.ი.პ. წარმომადგენელი სთავაზობს დეკლარაციის ფორმა ახლავე და ისე განსაზღვროს, რომ არ მოხდეს შემდგომში მისი არასასურველი ინტერპრეტირება.
00:38:46 – დეპუტატის შეკითხვა ეხება შემთხვევას, როდესაც გაუგებარია დახარჯული თანხის მიზნობრიობა – მიიღო განათლება, დაგეგმა რევოლუცია თუ სხვა, და როგორ აზღვევს ეს კანონი ამ შემთხვევას (როდესაც, კანონპროექტის პროპაგანდა მნიშვნელოვნად ეყრდნობა ასეთ სცენარებს).

მუხლი 6

2:06:18 – დეპუტატი საუბრობს – ეხება თუ არა კანონი ფიზიკურ პირებს და როგორი იქნება ამ კანონის გავლენა ფიზიკურ პირებზე პრაქტიკაში.
2:22:59 – დეპუტატის შეთავაზება – კანონში არსებული ბუნდოვანება პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით, ხელისშემშლელია აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად და ჯობს დაკონკრეტდეს.
2:39:10 – დეპუტატის შეთავაზება – ტერმინის ,,საჭირო ინფორმაცია’’ ფარგლები განისაზღვროს და ახსნა, თუ რა საფრთხეს ქმნის ამ ტერმინის ბუნდოვანება.

მუხლი 8

3:21:37 – დეპუტატი საუბრობს მონიტორინგზე – მისი დაწყების საფუძვლის დაზუსტების აუცილებლობაზე, ხანგრძლივობის განსაზღვრაზე და მოძიებადი ინფორმაციის დაზუსტებაზე.
3:29:22 – დეპუტატის შეთავაზება – ანონიმური შეტყობინება არ იყოს საბაბი მონიტორინგის დასაწყებად. ასევ, მონიტორინგის დაწყების წინ, ორგანიზაციას ეცნობოს ამის შესახებ და მიეცეს 3 დღე მოსაზრებების წარდგენის ვადად და ზოგადად, მონიტორინგის დაწყებისთვის საჭირო იყოს არგუმენტირებული, გასაჩივრებადი ბრძანება.
3:38:10 – პარლამენტარი აკეთებს შედარებას მონიტორინგის წესების შემცველ ქართულ კანონმდებლობასთან, სადაც დეტალურად არის მონიტორინგის საზღვრები მითითებული და ამბობს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საზღვრების არსებობა ამ კანონშიც.
9:34:19 – არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სხვადასხვა პრობლემასთან ერთად, მონიტორინგის პრობლემებზეც საუბრობს, რომელთა გამოც, მაგალითად ტელევიზიას შეიძლება დახურვის საფრთხეც დაემუქროს.
8:16:00 – არასამთავრობოს წარმომადგენელი საუბრობს კანონში შემოწმების საზღვრების აუცილებლობაზე.
8:21:55 – სხვადასხვა შეკითხვა მონიტორინგის ხანგრძლივობაზე, სიხშირეზე და სხვა საზღვრებზე.
8:39:23 – სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელის შეკითხვა – რა დანიშნულება აქვს მონიტორინგის უფლებას 6 თვეში ერთხელ მაშინ, როდესაც დეკლარაცია წელიწადში ერთხელ წარედგინება.

მუხლი 9

8:45:00 – სახალხო დამცველის ოფისის წარმოადგენლის შეკითხვა ეხება პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის 6 წლიან ვადას.
4:12:30 – დეპუტატი საუბრობს როგორ შეიძლება ამ მუხლის საფუძველზე მოხდეს ორგანიზაციის პარალიზება და სთავაზობს ალტერნატიულ ვარიანტს.
4:28:00 – დეპუტატების შეკითხვა/ შეთავაზება – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, სასამართლომ გადაწყვიტოს დაჯარიმების საკითხი, ჯარიმის ზომა, ოდენობა, სამართალდარღვევის ხარისხის მიხედვით – როგორც ეს ხდება სამეწარმეო სუბიექტების შემთხვევაში.

მუხლი 10

4:46:34 – დეპუტატი საუბრობს კანონის უკუძალის პრინციპზე და რომ ეს მუხლი არღვევს ამ პრინციპს იმით, რომ ვრცელდება 2023 წელზე, ანუ იმ პერიოდზე წარმოუქმნის ორგანიზაციებს ვალდებულებებს, როდესაც ეს კანონი არ მოქმედებდა.

შეჯამება

ამ გვერდზე გაგიზიარეთ განხილვების მცირე ნაწილი. გაეცანი – რა შეკითხვები დაისვა, რა შეთავაზებები გაჟღერდა და მოჰყვა თუ არა მათ სათანადო მსჯელობა.

ამ მასალაში ჩანს ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დამსწრეების მზაობა გაეუმჯობესებინათ კანონი ისე, რომ გამჭვირვალობაც გაზრდილიყო და რისკებიც დაზღვეულიყო.

ქართული ოცნების ნარატივი, რომ მათ არცერთი არგუმენტი არ მოუსმენიათ, ვფიქრობთ რომ გაბათილებულია. და ის, რომ ამ არგუმენტებს სათანადო განხილვა არ მოჰყოლია, ჩვენი აზრით, მიუთითებს გაურკვეველ, არაჯანსაღ მოტივაციებზე – მივიღოთ არა ისეთი კანონი, რომელიც საუკეთესო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ კანონი, რომელსაც, გაცხადებული მიზნებისგან განსხვავებული დანიშნულება აქვს.

კოლაჟი:


გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx