დაარწმუნე სხვა

შენი ერთი ხმა მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია შენი გავლენა შენს გარშემომყოფებზე. ადამიანები, სხვადასხვა მიზეზის გამო, შეიძლება უარს ამბობდნენ ხმის მიცემაზე. 2020 წელს, მოქალაქეთა თითქმის ნახევარმა უარი თქვა ხმის მიცემაზე.

ყველამ თითო ადამიანი რომ დავარწმუნოთ არჩევნებზე მისვლაში, სურათი შეიცვლება.


რა შეგიძლია გააკეთო?

  • აუხსენი ოჯახის წევრებს რატომ არის ხმის მიცემა მნიშვნელოვანი – პოლარიზებულ გარემოში, შენი ხმა უფრო მნიშვნელოვანი და სანდო იქნება მათთვის.
  • ემიგრანტი ხარ? ესაუბრე ოჯახის წევრებს, აუხსენი რა ცვლილებებს ისურვებდი ქვეყანაში, რათა დაბრუნება შეძლო.
  • დაარწმუნე მეგობრები, ერთად წადით ხმის მისაცემად.
  • გამოიყენე სოციალური მედია – გააზიარე შენი აზრი თუ რატომ მიდიხარ არჩევნებზე, რატომ არის ეს შენთვის მნიშვნელოვანი, მოუწოდე სხვას.
  • ისაუბრე სამსახურში, ოფისში – შენ ადამიანებს არ მოუწოდებ ვის მისცენ ხმა. უხსნი მხოლოდ ხმის მიცემის მნიშვნელობას. ეს არ არის მოსარიდებელი.
  • დააკვალიანე სხვები – გაუზიარე ინსტრუქცია, დააკვალიანე, გაუმარტივე პროცესი.

ჩვენ დაგეხმარებით

კითხე რატომ არ მიდის ან რატომ არ გადაუწყვეტია არჩევნებზე წასვლა. მიზეზები შეიძლება სხვადასხვა იყოს.

ჩვენ მოვამზადეთ მარტივი, ფაქტებით გაჯერებული არგუმენტები თუ რა კუთხით შეგიძლია ესაუბრო ადამიანს მიზეზის მიხედვით.

გაგვიზიარე შთაბეჭდილებები კომენტარებში.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
2 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
Lana Lagvilava
Lana Lagvilava
2 თვის წინ

მე ვაძლევ ქართულ ოცნებას მშვიდობას და ღირსებით ევროპისაკენ

სალომე ჩერქეზიშვილი
სალომე ჩერქეზიშვილი
1 თვის წინ

პასუხი ლანა ლაგვილავას:
მშვიდობას გრძნობთ? რა არგუმენტები გაქვთ, იმისთვის რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა და თუ სხვა ოპოზიციურ პარტიას მისცემთ ხმას და კოალიცია მოვა, მშვიდობა არ იქნება. დაგვარწმუნეთ, რომ ქართული ოცნება „მშვიდობის“ გარანტიაა იმ ფონზე, რომ შემოიღეს რუსული მოდელის კანონი, ვენეციის კომისია უკუაგდეს საერთოდ. (გაიწერა პუნქტობრივად რას როგორ აზიანებს ეს კანონი ვენეციის დასკვნაში), შემოიღეს კანონი ლგბტ საწინააღმდეგო (ლგბტ არასამათავროები იმიტომ არსებობს, რომ თუნდაც ისეთი ადამიანის, როგორიც იყო კესარია, დაიცვას იურიდიულად მისი უფლებები), ერთ-ერთ წამყავნ უნივერსიტეტს საბჭოს აბსურდული (უსაფუძვლო) გადაწყვეტილებით უქმნიან პირობითი ავტორიზაციის საფრთხეს (რაც მომავალში დასრულდება ავტორიზაციის ჩამორთმევით), და რეალურად ამ უნიში და ამ უნის დიპლომით სარგებლობს ან ისარგებლებს მომავალი თაობა, მაგრამ თუკი ავტორიცია ჩამოართვეს თავის წონას და ფასს კარგავს დიპლომი. ციხეში ამნისტიით (და ოპოს წინააღმდეგ ხელისმოწერით) უშვებენ დამნაშავეებს. ამ ფონზე, როგორ უნდა შეინარჩუნოს მშვიდობა ოცნებამ??? 🙂

და კიდევ რამდენად ღირსეული და დემოკრატიული ნაბიჯია 12 წელი ერთი მმართველი მმართავდეს ქვეყანას 🙂 ადმინ. რესურსი გატენილი იყოს ერთი მმართველი პარტიის ლიდერებით და მარტო მათ ინტერესებს აკმაყოფილებდნენ 🙂

ამაზე იმედია ოდესმე დაფიქრდებით 🙂

2
0
დატოვე კომენტარიx