✅ მივდივარ

გადაწყვეტილი გაქვს ხმის მიცემა? კარგია! ამ არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შენ შეგიძლია იმაზე მეტი გააკეთო, ვიდრე ხმის მიცემაა.


გადახედე ინსტრუქციებს

გადახედე ინსტრუქციებს – სად აძლევ ხმას? როგორ აძლევ ხმას? ასევე, გაუზიარე სხვებს შენს გარშემო.

დააკვირდი არჩევნებს

ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბევრ მოქალაქეს გაუჩნდა სურვილი დააკვირდეს არჩევნებს, მის ჯანსაღ მსვლელობას. თუ გაქვს ამის სურვილი და შესაძლებლობა, შეუერთდი დამკვირვებლებს, დაიცავი ხმა.

დაარწმუნე სხვა

შენი ერთი ხმა მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია შენი გავლენა შენს გარშემომყოფებზე. 2020 წელს, მოქალაქეთა თითქმის ნახევარმა უარი თქვა ხმის მიცემაზე. წარმოიდგინე – თითო ადამიანმა თითო რომ დავარწმუნოთ, სურათი როგორ შეიცვლება?!

დაიმგზავრე სხვა

საქართველოში აძლევ ხმას თუ სხვაგან, გადაამოწმე – ხომ არ სჭირდება ვინმეს შენს გარშემო დახმარება? შეიძლება საარჩევნო უბანი შორს არის, ან უბრალოდ გადაადგილება უჭირს. სხვა თუ არაფერი, ერთად წასვლა უფრო სახალისოც არის.

მიაწვდინე ხმა ემიგრანტებს

გყავს ნათესავი ან სხვა ნაცნობი ემიგრაციაში? ესაუბრე, გაუზიარე ეს ინფორმაცია. მათთვის შეიძლება უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი იყოს ეს ინსტრუქციები.

გაავრცელე ეს ინფორმაცია

გააზიარე ინფორმაცია – სრულად ან რომელიმე გვერდი, რომელსაც საჭიროდ ჩათვლი – გაუზიარე მეგობარს, რომელსაც არ გადაუწყვეტია, ემიგრანტ ნათესავს, რომელსაც ინსტრუქცია ჭირდება და ა.შ.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx