ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბევრ მოქალაქეს გაუჩნდა სურვილი დააკვირდეს არჩევნებს, მის ჯანსაღ მსვლელობას.
ჩვენ, ჯგუფ “დააკვირდის” დახმარებით, მოვამზადეთ ონლაინ-ფორმატის მასალა. შეგიძლია ამ საიტზევე მიიღო სრული ინფორმაცია რა და როგორ უნდა გააკეთო როგორც დამკვირვებელმა.
📄 დამკვირვებლის ბუკლეტი
სწრაფი ინფორმაცია – რისი უფლება გაქვს ან არ გაქვს? როგორ უნდა დაწერო საჩივარი? რა ხდება თუ უბანი დაგატოვებინეს? და სხვა.
🗝️ უბნის გახსნა
საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისთვის 08:00 საათზე იხსნება, თუმცა, მანამდე მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი. ამისთვის კომისია და დამკვირვებლები 06:45 საათზე უნდა გამოცხადდნენ.
📝 ხმის მიცემა
უბანი გახსნილია, ამომრჩევლები შემოდიან და აძლევენ ხმას. მანიპულაციის რა რისკები არსებობს? რას უნდა დააკვირდე როგორც დამკვირვებელი და როგორ უნდა მოიქცე სხვადასხვა შემთხვევაში?
🔒 უბნის დახურვა
ხმის მიცემის შეწყვეტა და უბნის დახურვის პროცედურები. სანამ უშუალოდ ხმების დათვლა დაიწყება, საჭიროა აპარატების, საარჩევნო ყუთების და ადამიანების მომზადება.
🔢 ხმების დათვლა
იწყება ხმების დათვლა – ბიულეტენების სათითაოდ გაცნობა და შესაბამისი პარტიის ადგილას დადება. ხარვეზიანი ბიულეტენები იცნობა ბათილად.