თუ შენ ხარ ან აპირებ გახდე აქტიური ინტერნეტ სივრცეში, გაქვს არხი თუ გვერდი Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე თუ სხვა პლატფორმაზე, გყავს შენი, თუნდაც პატარა აუდიტორია.
შემოგვიერთდი სიმართლის გავრცელებაში. გამოიყენე შენი ხმა. ჩვენ ფაქტებით მოგამარაგებთ.
საქართველოში საინფორმაციო ომია
დეზინფორმაცია სწრაფად ვრცელდება. პროპაგანდის ნიაღვარი ფარავს ჩვენს Facebook-ის თუ ტიკტოკის მთავარ გვერდს. ადამიანების უმეტესობა ჩუმად სქროლავს.
ზოგიერთ ადამიანს კი, მაგალითად შენ – ამ დეზინფორმაციასთან ბრძოლა შეუძლია.
“გაანათეს ქსელი” არის საზოგადოებრივი, არაფორმალური გაერთიანება და ჩვენი მიზანია შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვის ხაზი დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია დავიცვათ სიმართლე.
სახელმწიფოს კარგად გამართული მანქანა ემსახურება – მაღალანაზღაურებადი პროპაგანდისტები, მრავალმილიონიანი კოორდინირებული კამპანიები, ტროლები, ბოტები, ტელევიზიები თუ ინფლუენსერები.
ჩვენი, საზოგადოების ძლიერი მხარე ჩვენს მრავალფეროვნებაშია. თუმცა, ეს ნიშნავს, რომ მიმოფანტულები და რეაქტიულები ვართ. ხშირად, პასუხის გაცემაც გვაგვიანდება. ჩვენი ქსელის მიზანი სწორედ ამ დანაკლისის შევსებაა – ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანების გაერთიანება საბრძოლველად საკმარისი კოორდინაციით.
რა არის “გაანათეს ქსელი”?
ჩვენ ვიკვლევთ, ვამოწმებთ და ვაქვეყნებთ მკაფიო, გამოსაყენებლად გამზადებულ კონტენტს, რომელიც პასუხობს პროპაგანდას და ეხმარება სიმართლის მცველებს. ჩვენი კონტენტი ღიაა ყველასთვის – გამოიყენე როგორც საჭიროდ ჩათვლი.
რატომ გვჭირდება ქსელი?
მარტო ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ.
ჩვენი კონტენტი ხარისხიანია, მაგრამ საჭიროა მისი ადამიანებამდე მიტანა – მათ ენაზე, მათთვის ნაცნობი არხებით თუ პლატფორმებით.
შენ სწორედ ამ ნაწილში შეგიძლია დაგვეხმარო.“გაანათეს ქსელი” აერთიანებს დამოუკიდებელ, ჯანსაღი აზრების მქონე ადამიანებს, ვინც იყენებს ხარისხიან კონტენტს დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის – ისე, როგორც მის სტილს, ხმას, აუდიტორიას შეეფერება.
როგორ მუშაობს?
ეს თანამშრომლობაა და არა კონტენტის უბრალო გაზიარება.
ჩვენ გთავაზობთ სიღრმეს, ხარისხს, კვლევას. შენ – წვდომას ადამიანებზე, გაჟღერებას, დარწმუნებას.
შენ იცი როგორ ესაუბრო შენს აუდიტორიას. ჩვენ ვიცით როგორ დავანაწევროთ და ვამხილოთ ჩახლართული პროპაგანდა.
ჩვენ ვეხმარებით ერთმანეთს. შენ სიმართლე მიგაქვს ადამიანამდე, მის გონებამდე და გულამდე, აადამიანურებ მას. ჩვენ გთავაზობთ დაგვეყრდნო ამ პროცესში.
1. ჩვენ გთვაზობთ:
- მოკლე, ნაცად სასაუბრო მესიჯებს
- წყაროებს, ციტატებს, მასალებს
- დეტალურ განხილვას სადაც საჭიროა, შენი სურვილისამებრ
- ინდივიდუალურ დახმარებას, საჭიროებისამებრ
ასევე, ჩვენი “🥷 ჩუმი მხარდამჭერები“, სავარაუდოდ გამოიწერენ შენს გვერდს, რითაც მოიზიდავ დამატებით აუდიტორიას.
2. შენ იყენებ შენებურად:
- შენს პლატფორმაზე (Facebook, Instagram, TikTok, X, YouTube..)
- შენი ინტერპრეტაციით
- შენი ენით, ტონით
- შენთვის მოსახერხებელი ფორმატით: რილსები თუ შორთები, პოსტები, რეაქთები თუ კომენტარები
მაგალითი

3. ერთად კი:
- გავარღვევთ პროპაგანდის ნიაღვარს
- შევაგულიანებთ პასიურ მკითხველებს
- შევცვლით “მთავარი გვერდის” ხასიათს
- ვაჩვენებთ სხვებს, რომ სიმართლის ხმა არ აპირებს გაჩუმებას
მსუბუქი კოორდინაცია, თუ ისურვებ
ზოგჯერ, ვიღებთ ერთ საკვანძო საკითხს და ყველა ვცდილობთ მის გავრცელებას. ერთი საკითხი, მრავალი ხმა, ერთ დღეს. კოორდინირებული ნაბიჯი, რომლითაც ვებრძვით ანალოგიურ ნაბიჯს სახელმწიფო მანქანიდან.
ეს არის ერთგვარი პატარა საინფორმაციო კამპანიები, რომლებიც მიეძღვნება სხვადსხვა აქტუალურ საკითხს – იქნება ეს სამთავრობო პროპაგანდიდან წამოსული ტყუილის განეიტრალება, თუ ჩვენი სათქმელის გაჟღერება, ჩვენი დღის წესრიგის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯი.
შემოგვიერთდი, თუ ასეთი კოორდინაცია ჯდება შენს სტილში.
ქსელის ზრდასთან ერთად, ეს მსუბუქი კამპანიები შეიძლება იქცეს უფრო სტრუქტუირებულ, კოორდინირებულ, სიღრმისეულ კამპანიებიად.
წყაროს მითითება & დამოუკიდებლობა
გამოიყენე ჩვენი კონტენტი როგორც ისურვებ. არ გთხოვთ ჩვენი სახელის ხსენებას, ან ლინკის დართვას. მთავარია სიმართლე გავავრცელოთ.
თუმცა, გაგიზიარებთ ორ მიზეზს, რატომ სჯობს კავშირის შენარჩუნება ერთმანეთთან:
- ლინკის დართვა – მკითხველების უმეტესობას მოსწონს, როდესაც “მეტის გაგება” შეუძლია. შენი ვიდეოს თუ ქარდის ნახვის შემდეგ, მას შეეძლება ჩვენს გვერდზე გადმოვიდეს და უფრო ვრცლად გაეცნოს კონკრეტულ საკითხს.
- #გაანათეNetwork ჰეშტეგის დართვა – თუ ამ ჰეშტეგს დაურთავ, ჩვენ მოვაგროვებთ ამ პოსტებს საიტზე და მივამაგრებთ კონკრეტულ საკითხებს. ამგვარად, საიტის მკითხველს საშუალებას მივცემთ კონკრეტული საკითხის გარშემო შექმნილი საინტერესო პოსტები დაათვალიეროს.
შემოგვიერთდები?
ჩვენ არ გვაინტერესებს რამდენი გამომწერი თუ ლაიქი გაქვს არხზე. მთავარია ამ ბრძოლისთვის თუ ხარ მზად – მკაფიო აზრით და მახვილი ენით.
თუ აქამდე მოხვედი, ალბათ ხარ.