თემა: უკეთ მოიქეცით და მხარს დაგიჭერთ https://gaanate.org/?p=4348
სექცია: მთავარი ტექსტი
ქვეთემა: ყველას კეთილგანწყობას ვერ დავიმსახურებთ
ჩვენ გვესმის, რომ ყველა ადამიანის კეთილგანწყობას ვერ დავიმსახურებთ. არც ვცდილობთ ამას. პროტესტის მოწინააღმდეგეები უმრავლესობაშიც რომ იყვნენ [LINK: https://gaanate.org/?p=1585], ეს არ ასუსტებს სიმართლეს.
საზოგადოების ყველა წევრს შეიძლება ერთნაირად არ აღელვებდეს უსამართლობა. ზოგისთვის თავად პროტესტია პრობლემა [LINK: https://gaanate.org/?p=1539#აგრესიულობას_გვიწუნებ_თუ_ზოგადად_პროტესტს] – დალაგებულის არევა, ზედმეტი თავის ტკივილი რაღაც “სამართლიანობის” გამო. ბოლო ბოლო – სხვა ქვეყნებშიც არ არის იდეალური სამართალი, ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ გამონაკლისი?
არსებობენ ადამიანები, ვის მხარდაჭერასაც არ და ვერ მოვიპოვებთ:
– ვინც ამტყუნებს მსხვერპლს – "არ წასულიყავი პროტესტზე და არ გცემდნენ", "არ ჩაეცვა ქალს გამომწვევად და არ მოკლავდნენ", "არ გაეღიზიანებინა საქართველოს რუსეთი და არ დაესხმებოდა თავს".
– ვინც საკვებს და თანხას პარავს მოხუცს, ბავშვს და ჯარს – ეს და მსგავსი ბრალდებები "ოცნების" არაერთ მაღალჩინოსანს აქვს წაყენებული. ეს არ არის ერთი მაღალჩინოსნის დანაშაული. მათი მოადგილეები, დამხმარეები, იმ სტრუქტურების თანამშრომლები…
– ვინც ყიდის ბავშვებს – საბჭოთა კავშირის დროს და შემდეგ, 2005 წლამდე, 100,000-ზე მეტი ბავშვი გაიყიდა [LINK: https://www.euronews.com/culture/2025/12/11/stolen-children-new-documentary-explores-fate-of-infants-classed-as-dead-but-sold-for-adop]. ამის ჩამდენი არ არის მხოლოდ 1 ან 2 ბოროტი ექიმი. ეს ორგანიზებული, კოორდინირებული დანაშაულია, რომელიც ჩვენ, საზოგადოებამ დავუშვით წლების მანძილზე. ისევე, როგორც მაგალითად მე-14 – მე-16 საუკუნეებში აქტუალური იყო ერთმანეთის ტყვეებად გაყიდვა [LINK: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%A1%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%93%E1%83%95%E1%83%90].
და კიდევ ბევრი სხვა [LINK: https://gaanate.org/?p=2614#2_რა_აზრი_აქვს_რეჟიმის_მხარდამჭერებთან_საუბარს] – დაინტერესებული პირები, კორუფციული ტენდერების მონაწილეები, მილიონერი საჯარო მოხელეები, მათზე დამოკიდებული ადამიანები და ა.შ.
ეს არ არის უმრავლესობა, მაგრამ ეს ჯგუფები არც ისე ცოტა ადამიანს აერთიანებს.
ჩვენ არ ვეძებთ და ვერ მოვიპოვებთ მათ კეთილგანწყობას.
ჩვენ მხოლოდ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ხმა უფრო მკაფიო იქნება, ვიდრე ამ ადამიანების, რომ უფრო მეტი ქართველი არსებობს, ვისთვისაც სამართლიანობა მნიშვნელოვანია.