თემა: რატომ არ ემიჯნებით რადიკალებს? https://gaanate.org/?p=1599
სექცია: მთავარი ტექსტი
ქვეთემა: შენ რატომ არ გვეხმარები?
თუ გვეთანხმები იმაში, რასაც ვაპროტესტებთ [LINK: https://gaanate.org/?p=1535], უბრალოდ არ მოგწონს ფორმა – რომ ზოგიერთი ადამიანი ისვრის ქვას თუ ბოთლს, რატომ არ შემოგვიერთდები ამ საქმეში რომ ერთად ვიზრუნოთ ამ ყველაფერზე? შენც ჩვენთან ერთად იდექი აქციის პირველ დღეებში და ქვის სროლის დაწყების შემდეგ მიატოვე პროტესტი, თუ თავიდანვე არ გაგჩენია პროტესტი?
თუ პასუხი არის მეორე, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ქვის სროლის გამო კი არ ერიდები აქციაზე დგომას, არამედ – უბრალოდ სურვილი არ გაქვს, ან საკმარისად არ გაბრაზებულხარ? ეს შენი ნებაა, უბრალოდ ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს.
ჩვენ ვცდილობთ ვესაუბროთ [LINK: https://gaanate.org/?p=1525] განსხვავებულ აზრზე მყოფ ადამიანებს, როდესაც ამ საკითხს განვიხილავთ, არაერთხელ მივსულვართ დასკვნამდე, რომ კონკრეტულ ადამიანს ქვის სროლა კი არა, ზოგადად ეს პროტესტი არ მოსწონს, არ უნდა რომ “აირიოს სიტუაცია”, არ სჯერა, რომ საკმარისი მიზეზი არსებობს.