“ნაცების” მობრუნება გინდათ! – მთავარი ტექსტი – ვინ წამოიწყო ეს აქციები?

თემა: "ნაცების" მობრუნება გინდათ! https://gaanate.org/?p=1913

სექცია: მთავარი ტექსტი

ქვეთემა: ვინ წამოიწყო ეს აქციები?

შენ ამბობ, რომ ეს აქციები ოპოზიციამ წამოიწყო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად.

გვერდზე გადავდოთ, რომ “ქართული ოცნება” ყველას “ნაცს” ეძახის [LINK: https://gaanate.org/?p=608]. შეგახსენებთ, რომ არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის ბოლოს, მართლაც იყო პროტესტი, ოღონდ ეს იყო რამდენიმე ასეული ადამიანი სხვადასხვა წერტილში. ამ პროტესტს არ მიუღია მასიური სახე. იმიტომ არა, რომ ჩვენ ამ არჩევნებს ვენდობით, არამედ გამოძიება-დამტკიცების იმედი არ გვქონდა მაინცდამაინც [LINK: https://gaanate.org/?p=1859].

დიდი პროტესტი არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს დაიწყო. ეს პროტესტი მოჰყვა 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების [LINK: https://gaanate.org/?p=1544] შესახებ. ადამიანები მყისიერად გამოვიდნენ ქუჩაში.

ამას მოჰყვა ამ ადამიანების დარბევა, “ტიტუშკები” და უმოქმედო პოლიცია, დაუსჯელი მოძალადეები [LINK: https://gaanate.org/?p=1349], შემდეგ – მეტი ადამიანის გამოსვლა, კიდევ არაერთი დარბევა, შემდეგ რეპრესიული კანონების [LINK: https://gaanate.org/?p=1565] სწრაფად შემოღება და ა.შ.

ვფიქრობთ მკაფიოდ გაგიზიარეთ თუ რატომ არის ალოგიკური ამ პროტესტს დაერქვას “პროტესტი გაყალბებული არჩევნების, ან რომელიმე პარტიის გარშემო”. ეს არის აპარტიული, უსცენო, თვითორგანიზებული პროტესტი.

SUPPORTING DETAIL / REFERENCE:
TITLE: აბა, "ნაცებს" რომ მიჰყავთ პროცესი? ვინ აფინანსებს აქციას?
ეს აქცია არის უსცენო, პოლიტიკოსებიც და მრავალი სხვა ადამიანიც დგას ქუჩაში.

კი პროტესტი ბევრ ადამიანს აერთიანებს, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებსაც, ესა თუ ის აქტივობა შეიძლება სულაც მათი დაფინანსებული იყოს, მაგრამ ძირითადი პროცესი არ არის დაფინანსებული.

დასაფინანსებელიც ბევრი არაფერია – ადამიანები გადიან ქუჩაში და შემდეგ ბრუნდებიან სახლებში. “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული არხები სრული მონდომებით ცდილობენ ფაქტების პოვნას, ხან მოქალაქის მიერ დარიგებულ ხაჭაპურებს ასაღებენ დაფინანსების მტკიცებულებად, ხან – ერთი რესპონდენტის კომენტარს, რომელიც “მიშას დაბრუნებას” ითხოვს, და ა.შ.
END SUPPORTING DETAIL / REFERENCE

და კი, ჩვენ ვითხოვთ არჩევნებს, მაგრამ არა გაყალბებული არჩევნების გამო. ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.