მაგათთან რატომ დგახართ?! – ჩვენ არ ვაშენებთ ავტორიტარიზმს

თემა: მაგათთან რატომ დგახართ?! https://gaanate.org/?p=4570

სექცია: ჩვენ არ ვაშენებთ ავტორიტარიზმს

შენი შემოთავაზებული ლოგიკა რომ პრობლემურია, ამაზე ზემოთ ვისაუბრეთ.

ამას გარდა, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვინმეს ავუკრძალოთ დგომა. ეს არ არის კერძო ტერიტორია.

ჩვენ არ ვაშენებთ ავტორიტარიზმს, პირიქით – ვებრძვით მას.

თუ ვინმე კანონს არღვევს, ამისთვის შესაბამისი ზომები უნდა გაატაროს სისტემამ [LINK: https://gaanate.org/?p=1599]. სხვა მხრივ კი, მათ აქვთ ისეთივე უფლებები, როგორიც – საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად პირადი სიმპათიებისა.

ამასთან, აქაც, როგორც სხვა შემთხვევებში, პროპაგანდა მზად არის პროტესტის გასაკრიტიკებლად ორივე შემთხვევაში:

1. თუ "ვაძლევთ" ამ ადამიანებს რუსთაველზე დგომის უფლებას, ესე იგი ყველაფერში ვეთანხმებით.
2. თუ არ ვაძლევთ ამ უფლებას, და ყოფილა ასეთი მომენტებიც – პროტესტის მონაწილეები არადემოკრატიულ, აგრესიულ ადამიანებად იქცევიან.