მაგათთან რატომ დგახართ?! – შეჯამება

თემა: მაგათთან რატომ დგახართ?! https://gaanate.org/?p=4570

სექცია: შეჯამება

როდესაც ამბობ “მე მათთან არ დავდგები” ან ჩვენ გვიწუნებ “მათთან” დგომას, შენ რამდენიმე ლოგიკურ შეცდომას უშვებ.

შენ დგახარ მოძალადეებთან, მომპარავებთან, კორუფციაში ჩაფლულ ადამიანებთან კონკრეტული მიზნის გამო. შენ არ აიგივებ საკუთარ თავს ამ დამნაშავე ადამიანებთან.

რატომ არ ავრცელებ იგივე ლოგიკას პროტესტთან მიმართებაში? რატომ არ შეიძლება პროტესტის მონაწილე იმიტომ იდგეს იქ, რომ მოძალადეების დასჯას ითხოვდეს და, ამავდროულად, არ მოსწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, რომელიც ასევე იქ დგას?

და შენ? გამოგიხატავს პროტესტი რაიმე ფორმით? თუ კონკრეტულ ადამიანებთან ფიზიკური სიახლოვეა შენი პრობლემა, გიცდია სხვა ქუჩაზე დადგომა ან სოციალურ ქსელში აღშფოთების გამოხატვა? თუ არა, ხომ არ არის ადამიანები უბრალოდ საბაბი, რომლითაც შენი სიჩუმე გსურს გაამართლო?

ეს ლოგიკა სერიოზულ საუბარს ვერ უძლებს, ამიტომ გთავაზობთ გავცდეთ ამ არგუმენტს და განვიხილოთ შინაარსი – არის თუ არა მოსათხოვი ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ?