მაგათთან რატომ დგახართ?! – შესავალი

თემა: მაგათთან რატომ დგახართ?! https://gaanate.org/?p=4570

სექცია: შესავალი

შენ ამბობ: მე მაგათთან არ დავდგები, ან თქვენ რატომ დგახართ?!

საკითხის ასე დაყენებაში რამდენიმე პრობლემაა.

სასაუბრო შეკითხვები:

– როდესაც ამბობ “მე მათთან არ დავდგები”, განმარტე – ვინ არიან “ისინი”? პოლიტიკოსები, ამომრჩევლები, ნათესავები, მეგობრები თუ ყველა, ვინც “ოცნებას” აკრიტიკებს?

– თუ ვინმესთან ერთად დგომა ნიშნავს, რომ მისი ყველა პოზიციის თანაზიარი ხარ, გამოდის, რომ შენ იზიარებ “ოცნების” მიერ ჩადენილ მრავალ დანაშაულს?

– თუ ჩვენს მიერ დასახელებულ პრობლემებს იზიარებ, გამოგიხატავს პროტესტი რაიმე ფორმით? სხვა ქუჩაზე, სოციალურ ქსელში ან სხვა ფორმატით?

– ისე ხომ არ გამოდის, რომ კონკრეტული ადამიანების დასახელება საბაბია, რომელსაც პროტესტის გასაკრიტიკებლად იყენებ, მიზეზი კი ისაა, რომ ზოგადად პროტესტის შინაარსს არ ეთანხმები?