თემა: მაგათთან რატომ დგახართ?! https://gaanate.org/?p=4570
სექცია: მე "ამ" ადამიანებთან არ დავდგები!
ქვეთემა: აბა, როგორ?
ჩვენ არ ვდგავართ ვინმესთან ან ვინმესთვის. ჩვენ ვდგავართ რაღაცისთვის და ეს რაღაცა არ არის აბსტრაქტული.
მაგალითად, ჩვენ ვითხოვთ მოძალადე ძალოვანებისა და ორგანიზატორების დასჯას, ცრუ ჩვენებებით და მტკიცებულებების გარეშე დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას, ტროტუარზე დგომის ამკრძალავი კანონის გაუქმებას და ა.შ.
ცოტაა?
ჩვენთვის არა.
ამ მოთხოვნაში ველით რომ შემოგვიერთდებიან ადამიანები, ვისთვისაც ეს ცოტა არ არის. როგორც კი კონკრეტულ მოთხოვნას მივაღწევთ, შეიძლება ერთმანეთს დავემშვიდობოთ. არ არის აუცილებელი რაიმე უფრო დიდში გადაიზარდოს ეს თანაბრძოლა.
ბანაკების მხარდაჭერას თუ ტომურ ცხოვრებას არ გთავაზობთ. კონკრეტული პრობლემის გადაჭრისთვის თანამშრომლობას გთავაზობთ, თუ ამ პრობლემას ორივე მხარე ვიზიარებთ.
მეტის წაკითხვა [LINK: https://gaanate.org/?p=4538#აირჩიე_სამართალი_და_არა_ბანაკი]