მაგათთან რატომ დგახართ?! – მე “ამ” ადამიანებთან არ დავდგები! – შენიშვნას დაგიბრუნებთ

თემა: მაგათთან რატომ დგახართ?! https://gaanate.org/?p=4570

სექცია: მე "ამ" ადამიანებთან არ დავდგები!

ქვეთემა: შენიშვნას დაგიბრუნებთ

როდესაც ჩვენ გიყვებით სისტემურ ძალადობაზე, დაუნომრავ ძალოვანებზე, [LINK: https://gaanate.org/?p=1349] ცრუ მოწმეებზე [LINK: https://gaanate.org/?p=4250], ტიტუშკებზე [LINK: https://gaanate.org/?p=4051], რეპრესიულ კანონებზე [LINK: https://gaanate.org/?p=1565], კორუფციაზე..

შენ ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავ ერთი არგუმენტით:

QUOTE:
კი, "ოცნება" ცუდად იქცევა, მაგრამ ამაზე რომ ვილაპარაკო "ნაცები" დაბრუნდებიან
END QUOTE

რა გამოდის? შენ შეგიძლია იდგე მოძალადეებთან, მომპარავებთან და ათასგვარ მავნებელთან, და ეს ყველაფერი ახსნა იმით, რომ საერთო მიზანი გაქვთ?

ხომ არასწორი იქნება რომ ანალოგიური შენიშვნა დაგიბრუნოთ – რომ ცრუ ჩვენების მიმცემი ადამიანები მოგწონს, ან საბავშვო ბაღის მძარცველები, თუ ჯარის ბიუჯეტის გამფლანგველები.

SUPPORTING DETAIL / REFERENCE:
TITLE: ..სხვა მაგალითები
– არსებობს ამ რეჟიმის არაერთი მხარდამჭერი [LINK: https://gaanate.org/?p=1686], რომელსაც ფინანსური ინტერესი აქვს რეჟიმთან – იქნება ეს გამარტივებული ტენდერები, პირდაპირი მოსყიდვა, საჯარო სექტორში დასაქმება თუ სხვა. სწორი იქნება ვთქვათ, რომ "ყველანი მოსყიდულები ხართ? [LINK: https://batumelebi.netgazeti.ge/news/577295/]"
– ნიღაბჩამოხდილი სადისტი რობოკოპების დიდ ნაწილს [LINK: https://gaanate.org/?p=1317#როგორ_ექცევი_ქალებს], Facebook გვერდზე მრავალი ხატის სურათი უდევს. სწორი იქნება ვთქვათ, რომ "ყველა მათგანი ასეთი მოძალადე ფარისეველია?"
– და "ტიტუშკები" [LINK: https://gaanate.org/?p=1349#და_ტიტუშკები]? ამათ დაუსჯელობას რომ არ აპროტესტებ, ნიშნავს, რომ მხარს უჭერ?
– ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ რამდენიმე კონტრაქციაზე, არაერთი ნარკომანი თუ აგრესიული მთვრალი ადამიანი იყო, რომლებიც არანაირ პროვოკაციაზე უკან არ იხევდნენ. დავუშვათ, რომ აქციის ყველა მონაწილე ასეთი იყო?
– ქვის სროლას და კუბოს დაწვას [LINK: https://gaanate.org/?p=1478] ხედავ და ამბობ, რომ აქცია აგრესიული და "სატანისტურია". ხორუმს [LINK: https://www.youtube.com/watch?v=VcyVHkureTY&ab_channel=%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AE%E1%83%98%E2%80%A2MtavariArkhi], "გვიმღერიას [LINK: https://www.facebook.com/watch/?v=454961717646210]", გარეკახურ საჭიდაოს [LINK: https://www.facebook.com/reel/1816065142470289], სპეცრაზმელისთვის გაწეულ დახმარებას [LINK: https://www.facebook.com/share/v/1AYJfL4qLA/] როცა ხედავ, რატომ არ ანზოგადებ ამ ფაქტებს? რატომ ეჭვობ, ამას ადამიანები შენს მოსატყუებლად აკეთებენ.
END SUPPORTING DETAIL / REFERENCE

ასე შეხედე: 9 აპრილის სისხლიან ღამესთან დაკავშირებულ გენერალ ლებედს აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი [LINK: https://www.youtube.com/watch?v=WkF-_ivi2UU] და ამას გარკვეული არგუმენტებით ხსნიდა.