თემა: თქვენ რევოლუცია გინდათ! https://gaanate.org/?p=4612
სექცია: როგორ ავირიდოთ რევოლუცია?
ქვეთემა: საუკეთესო გზა რევოლუციის ასარიდებლად
რევოლუციის ასარიდებლად არის ორი გზა:
1. შევეგუოთ უსამართლობას და გადავინაცვლოთ სრულ ავტორიტარიზმში;
2. ვაიძულოთ მთავრობა გადადგას ნაბიჯები სამართლიანობის აღსადგენად;
სხვა სიტყვებით, რევოლუციის არიდების საუკეთესო გზა არის ისეთი მოწყობის შექმნა, სადაც რევოლუციის მოწყობა საჭირო არ იქნება.
დასაჯე მოძალადე ძალოვანები, გამოუშვი ცრუ ბრალდებით დაკავებული მოქალაქეები, გადადგეს პასუხისმგებელი პირი, გაატარე რეფორმა სასამართლოში, მოუსმინე ათობით ათას მოქალაქეს, როდესაც ქუჩაში გამოვლენ, ნუ დაარქმევ საზოგადოების უდიდეს ნაწილს აგენტს, მტერს და რადიკალს, ნუ დაარბევ ნებისმიერ მშვიდობიან პროტესტს.
მთავრობას, რომელსაც ეშინია რევოლუციის, პირველ რიგში უნდა ადარდებდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტების არსებობა. ასე, თითოეულ გადაცდომას თუ უსამართლობას სამართლიანი სისტემა სამართლიანად გადაჭრის. სხვა შემთხვევაში, უსამართლობა დაგროვდება ბრაზად, და ბოლოს აუცილებლად იფეთქებს. [LINK: https://gaanate.org/?p=4538#მცირდება_მშვიდობით_წასვლის_შანსი]
როდესაც საზოგადოება ენდობა არჩევნებს, ცვლილებას არ სჭირდება რევოლუცია. როდესაც სასამართლო მიუკერძოებელია, სამართლიან განაჩენს არ სჭირდება რევოლუცია. როდესაც პოლიცია ხალხს ემსახურება და არა პარტიას, ღირსების დაცვას არ სჭირდება რევოლუცია.