თემა: არჩევნები გაყალბდა? https://gaanate.org/?p=1859
სექცია: მთავარი ტექსტი
ქვეთემა: საბოლოოდ, რას ითხოვთ?
ზემოთ ვისაუბრეთ თუ რატომ არ ვენდობით ამ არჩევნების შედეგებს. არსებობს ფაქტები, ჩვენებები, თუმცა ამ მასალას სჭირდება გამოძიება და ანალიზი, რათა დადგინდეს რა გავლენა იქონია ამ დარღვევებმა საბოლოო შედეგზე. გამოძიება კი არ ხდება – თუ სისტემური დანაშაული მართლაც არსებობს, ამას თავად ცენტრალიზებული სისტემა არ გამოიძიებს.
გამოძიების გარდა, არსებობს ფარულობის საკითხი, რომელიც ცალკე აღებულიც კი აბსოლუტურად საკმარისია არჩევნების დასახარვეზებლად, თუმცა მოსამართლეები ვერ ხედავენ იმ გაჟონვას, რაც ყველა სხვა ადამიანმა დავინახეთ.
ამიტომ, ამ დიალოგის გაგრძელებას აზრი ეკარგება.
ასევე ავხსენით, რომ ეს საკითხი არ არის მიმდინარე პროტესტის წამყვანი მიზეზი.
შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ამ საკითხზე უფრო დეტალურად საუბარი უბრალოდ არ გამოვა, არც არის საინტერესო ჩვენთვის ამ ეტაპზე, სხვა საკითხებთან შედარებით.
რას ფიქრობ კოალიციაზე ან დროებით ტექნიკურ მთავრობაზე?