თემა: არჩევნები გაყალბდა? https://gaanate.org/?p=1859
სექცია: მთავარი ტექსტი
ქვეთემა: და რა გავლენა მოახდინა ამ დარღვევებმა არჩევნებზე?
QUOTE:
კარგი, შეიძლება მოხდა ასეთი დარღვევები, მაგრამ რა გავლენა იქონია ამან არჩევნებზე? შეცვლიდა შედეგს?
END QUOTE
საბოლოოდ, ეს არის მთავარი კითხვა. და მთავარი სირთულეც.
არსებობს საკმარისი ფაქტები და არგუმენტები, რათა დაიწყოს გამოძიება და პასუხი გაეცეს ამ შეკითხვას. გამოძიება რატომ არ იწყება, ამაზე ზემოთ ვისაუბრეთ. საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები არ არის ჩვენი, ხალხის კონტროლის ქვეშ, ამიტომ ამ გამოძიებას ჩვენ ვერ შევძლებთ.
ასევე, ამ ყველაფრის გამოძიება-ანალიზს თავი რომ ავარიდოთ, შეგვიძლია ვკონცენტრირდეთ ყველაზე მარტივზე – ფარულობის დარღვევაზე. კონსტიტუცია შავით თეთრზე ამბობს, რომ არჩევნები უნდა იყოს ფარული. ჩვენც, ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ შავით თეთრზე გაჟონა ბიულეტენებმა და ამით დაირღვა ფარულობა. აქ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად იმოქმედა ამ ფაქტმა ადამიანებზე, ეს არ არის განხილვის საკითხი. ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი, არაორაზროვანი დარღვევა.