თემა: აბა ვინ? https://gaanate.org/?p=3709
სექცია: 6. და მაინც.. აბა ვინ?
ადამიანი ამ შეკითხვას ხშირად რიტორიკულად სვამს – რეალური პასუხით არ არის დაინტერესებული. ის ელის უნაკლო პოლიტიკოსს, სინამდვილეში კი გადაწყვეტილების მიღების გადავადებას ცდილობს.
უნაკლო პოლიტიკოსი არ არსებობს. არც ჯანმრთელ დემოკრატიაში და, მითუმეტეს, არც მიტაცებულ სისტემებში.
უარესის შიში შეიძლება სიფრთხილეს და გონიერებას გავდეს, მაგრამ, რეალურად ეს არის ავტორიტარული სისტემის მთავარი საყრდენი.
დაუსრულებელი ლოდინიც პოზიციაა. პოზიცია, რომელიც ეხმარება რეჟიმს – აძლევს მას დროს და ჩუმ ლეგიტიმიაციას რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამკაცრდეს. სანამ ლოდინის გარდა სხვა გზას ვეღარც დავინახავთ.
ამიტომ, უნაკლო პოლიტიკოსის ძიების მაგივრად, შეკითხვა უნდა დავსვათ ასე – სად არის ზღვარი თითოეული ჩვენგანისთვის? და გვაქვს კი ეს ზღვარი?
ჩვენ ვერ გირჩევთ რომელიმე გზას, მაგრამ გაჩვენებთ, რომ არის მხოლოდ სამი გზა და სამივე მათგანი ითხოვს ძალისხმევას, ყურადღებას, პირადი პასუხისმგებლობის დანახვას. დემოკრატიას სჭირდება ჩართულობა.
შენი არჩევანია გააგრძელებ ლოდინს თუ გააკეთებ არჩევანს. რთულ, არასრულყოფილ [LINK: https://gaanate.org/s/archevnebi-2024/ar-mivdivar-ar-vitsi/ar-vitsi-khma-vis-mivtse/#%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90_%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%94_%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98_%E1%83%93%E1%83%90_%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90_%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90], მაგრამ შენს არჩევანს.