აბა ვინ? – 3. და “ოცნება” როგორია? – 3.4 “ესენი არ ძალადობენ მაინც”

თემა: აბა ვინ? https://gaanate.org/?p=3709

სექცია: 3. და “ოცნება” როგორია?

ქვეთემა: 3.4 “ესენი არ ძალადობენ მაინც”

კორუფციის შესახებ ბევრმა ადამიანმა იცის, მათ შორის “ოცნების” ამომრჩეველმაც. წლების განმავლობაში, ყველა ამ დანაშაულს ფარავდა ერთი არგუმენტი:

QUOTE:
“ესენი არ ძალადობენ მაინც”
END QUOTE

ეს არგუმენტი გარკვეულწილად ეფარებოდა არსებულ სისტემურ კორუფციას – თითქოს, არაუშავს თუ ვინმემ რაღაც საქმე ჩააწყო [LINK: https://www.facebook.com/watch/?v=3501036353257446], მთავარია ქართველ ხალხზე ხელს არ წევენ! სხვას მოვითმენთ.

“ოცნებასაც”, წლების განმავლობაში ისღა დარჩენოდა მშვიდად გამდიდრებულიყო. ჩვენც გვყოფნიდა ეს შეთანხმება.

კონფლიქტი შეიქმნა/გამწვავდა მაშინ, როდესაც მათ ინტერესებს მიადგა საფრთხე – ევროკავშირთან ინტეგრაცია ხომ კანონის უზენაესობასაც მოიცავს. როდესაც პრემიერ მინისტრს 6 მილიონი სახლში უდევს, ერთი ამდენი კი მაჯაზე უკეთია, აწყობს კი მას კანონის უზენაესობა [LINK: https://www.facebook.com/msopiko/posts/pfbid0Y9C67nGcgdMbsSffLwL6BJWAeVthioYTJaasPfN64NPrrAC91DhJMMpwBbnQ1MNQl]? ამიტომ რეჟიმმა ვეღარ გააგრძელა ევროინტეგრაციის მოჩვენებითი თამაში და მოუწია უარი განეცხადებინა მასზე [LINK: https://gaanate.org/aqtualuri/evrokavshirtan-shetskveta/].

ეს იყო ერთ-ერთი პირველი მომენტი, როდესაც შეიქმნა მსხვილი კონფლიქტი. თუ სადმე უნდა გამოეჩინა მთავრობას მისი “ლმობიერი” და “წინა მთავრობისგან განსხვავებული” ბუნება, სწორედ აქ ჰქონდა ამის შანსი.

თუმცა მან საპირისპირო აჩვენა – განსაკუთრებული სისასტიკით და მობილიზებით დაიწყო პროტესტის ჩახშობა [LINK: https://gaanate.org/ras-vaprotestebt/dzaladobas/]. აამოქმედა ყველა ინსტიტუტი – ნიღბიან ძალოვანებს მოხსნა სანომრე ნიშნები და გზა გაუხსნა სრული აგრესიისკენ, პარალელურად მიიღო ახალ-ახალი კანონები პროტესტის შესაზღუდად, ქუჩაში “ტიტუშკები” დააორგანიზა, მოქალაქეებს ჩამოურეკა და აგინა, და ა.შ.