აბა ვინ? – 3. და “ოცნება” როგორია? – 3.2 კომპეტენცია არ არის მნიშვნელოვანი

თემა: აბა ვინ? https://gaanate.org/?p=3709

სექცია: 3. და “ოცნება” როგორია?

ქვეთემა: 3.2 კომპეტენცია არ არის მნიშვნელოვანი

როგორ არჩევს “ოცნება” ადამიანებს თავისი გუნდისთვის? ერთი რამ ცხადია – არ აქვს მნიშვნელობა რა იცი, მთავარია როგორ უერთგულებ პარტიას. გამოცდილება, დამოუკიდებელი აზრი, პრინციპები – ასეთი რაღაცებისთვის ადგილი აქ არ არის. უნდა იყო მორჩილი პარტიის შიგნით და აგრესიული – პარტიის გარეთ.

პრეზიდენტობისთვის არ არის საჭირო უმაღლესი განათლება, თბილისის მერობისთვის ფეხბურთის ცოდნაა საკმარისი, გორის მერობისთვის – ჭიდაობის მედალი, დეპუტატობისთვის – “შტანგის” აწევა, ტენდერის მოსაგებად კი – ნათესაური კავშირი. (1 [LINK: https://www.facebook.com/share/r/1CSePCZ3sL/], 2 [LINK: https://youtu.be/I-45s-ZPSP4?si=x2EI3uPR6Wmq_IY1], 3 [LINK: https://www.facebook.com/share/r/1BFX9znD6h/])

შედეგად იბადებიან სპეციფიური პოლიტიკოსები. არა უბრალოდ კორუმპირებული, არამედ შეუსაბამო საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. მათ არ შეუძლიათ დაწერილი ტექსტის წაკითხვა ან აზრის ჩამოყალიბება უზრდელობის, გინების და ჩხუბის გარეშე – ქუჩაში, ტელევიზიაში თუ პარლამენტში.

TABLE:
Row 1:
– Cell 1: გინების და უზრდელობის კოლაჟი
– Cell 2: ვიდეო [LINK: https://www.facebook.com/share/v/1CpK55k8az/]
Row 2:
– Cell 1: მიხეილ ყაველაშვილი იგინება
– Cell 2: ვიდეო [LINK: https://www.facebook.com/reel/1197285532498819]
Row 3:
– Cell 1: მიხეილ ყაველაშვილი ისევ იგინება
– Cell 2: ვიდეო [LINK: https://www.youtube.com/shorts/gQE4DZTtORI]
Row 4:
– Cell 1: მიხეილ ყაველაშვილს უჭირს ტექსტის წაკითხვა
– Cell 2: ვიდეო [LINK: https://www.facebook.com/reel/853020460699158]
Row 5:
– Cell 1: გორის მერს უჭირს ტექსტის წაკითხვა
– Cell 2: ვიდეო [LINK: https://www.youtube.com/watch?v=C40i3nnnutU]
Row 6:
– Cell 1: დაჩი ბერაიასაც უჭირს ტექსტის წაკითხვა
– Cell 2: ვიდეო [LINK: https://www.facebook.com/share/r/1GjK4Afsdo/]
Row 7:
– Cell 1: “ოცნების” დეპუტატი ი. ზარქუა ლანძღავსესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს
– Cell 2: ვიდეო [LINK: https://www.facebook.com/share/v/1CSGGb9XrC/]
Row 8:
– Cell 1: ახალ დეპუტატს, ეკა ჭიჭინაძეს უჭირსსხდომის დღის წესრიგის ამოკითხვა
– Cell 2: ვიდეო [LINK: https://www.youtube.com/watch?v=MaN9TFuhuYM]
Row 9:
– Cell 1: კახა კალაძე ჟურნალისტებთან ურთიერთობისას
– Cell 2: ვიდეო [LINK: https://www.facebook.com/share/r/18kXPXAUF1/]
Row 10:
– Cell 1: განათლების მინისტრის მოადგილე ღეჭავს საღეჭ რეზინს საერთაშორისო ფორუმზე
– Cell 2: ვიდეო [LINK: https://www.facebook.com/share/r/1B38Yh56u5/]
Row 11:
– Cell 1: განათლების რეფორმის განხილვისას მობილურ ტელეფონში ჩართული დეპუტატები
– Cell 2: ვიდეო [LINK: https://www.facebook.com/share/r/1CoJ9zH4UC/]
Row 12:
– Cell 1: დიტო სამხარაძის, პარლამენტის წევრის კოლაჟი – გინება, ცემა, მუქარა და სხვა.
– Cell 2: ვიდეო 1 [LINK: https://www.youtube.com/watch?v=VgFBg35OoHw], ვიდეო 2 [LINK: https://www.youtube.com/watch?v=BOnYoyh9qzg], ვიდეო 3 [LINK: https://www.youtube.com/shorts/FcTpSakyyFc]
Row 13:
– Cell 1: კალათბურთელი, მოჭიდავე, მორაგბე, ძალოსანი, წყალბურთელი და ძიუდოისტი მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც ფეხბურთელი პრეზიდენტის ხელმოწერით შევა ძალაში
– Cell 2: სურათი [LINK: https://gaanate.org/wp-content/uploads/2025/02/image-2.png]
END TABLE

QUOTE:
რა მოხდა მერე, ისწავლის!
END QUOTE

გსმენია ალბათ ასეთი ფრაზა. “მთავარია ალალი ბიჭია, დანარჩენს ისწავლის”, “ის რომ განათლებული იყო კარგი რა გაგვიკეთა?” და მსგავსი.

ეს მიდგომა, არასწორთან ერთად, საშიშიც არის. პოლიტიკა არ არის სასწავლებელი, სადაც მოუმზადებელი ადამიანები პირველი ნაბიჯების გადადგმას სწავლობენ, ზოგი – კითხვას, ზოგი – წერას, ზოგიც – გამართულად საუბარს. ამ ადამიანების ქმედება განსაზღვრავს როგორი სამართალი გვექნება, როგორ მოიქცევა პოლიცია [LINK: https://gaanate.org/?p=1349#400_%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98_%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98], როგორი ურთიერთობა გვექნება გარე სამყაროსთან, თხრილში ხომ არ ჩავარდება ჩვენი რომელიმე მოქალაქე, პარკში დენი ხომ არ დაარტყამს [LINK: https://gaanate.org/ras-vaprotestebt/mkvlel-sistemas/].

ამიტომ, მათი სწავლის საფასური ისევ ჩვენი გადასახდელია.