აბა ვინ? – 3. და “ოცნება” როგორია? – 3.1 “ცოტაც ვაცალოთ”

თემა: აბა ვინ? https://gaanate.org/?p=3709

სექცია: 3. და “ოცნება” როგორია?

ქვეთემა: 3.1 “ცოტაც ვაცალოთ”

ზოგიერთი ამომრჩეველი ელოდება, რომ “ოცნება” მე-13 წლიდან დაიწყებს ფასების შემცირებას თუ განათლების აღორძინებას. “ოცნება” 13 წელია მთავრობაშია. მასზე არ ვრცელდება მიდგომა “დაველოდოთ, მივცეთ შანსი“ – რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის საბოლოო პროდუქტი და სწორედ ეს პროდუქტი უნდა შევაფასოთ.

მას ჰქონდა ბევრი დრო და არაერთი შანსი. პრემიერ მინისტრი გაუშვეს თანამდებობიდან. კორუფციის გამო. ორჯერ. შემდეგ კი დაიჭირეს.

თუ ყველა პრემიერ მინისტრი კორუმპირებული ან მოღალატე იყო, თუ ზოგი მათგანი ბავშვებს პარავდა ფულს, ზოგიც – ავადმყოფებს [LINK: https://www.facebook.com/emillysunn/posts/pfbid06LZ4fiqgyB2o1bYQ7mGjjP5UvsAiqKVeUN5wY9oTU3E5NxYw1ZNC3yFoDhXcw6nZl], თუ არცერთმა პრეზიდენტმა არ გაამართლა, თუ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები კორუმპირებული არიან, თუ აჭარის თავმჯდომარე გაურკვეველ ვითარებაში დაჭრეს და ქვეყნიდან გაიქცა, ეს არ არის მხოლოდ მათი ბრალი. ვინ ირჩევს ამ ადამიანებს? ვინ აწინაურებს? ვინ აჯილდოვებს? (1 [LINK: https://www.facebook.com/reel/1955117378723149], 2 [LINK: https://www.facebook.com/reel/1455927005932866], 3 [LINK: https://www.facebook.com/share/v/16ZBGjDheD/], 4 [LINK: https://www.facebook.com/share/v/1CT6mMQqFA/])

ჩვენ “ოცნება” სამომავლო იმედებით და ოცნებით კი არა, დღევანდელი სახით უნდა შევაფასოთ. ეს არის მისი სახე. ახლა გადასაწყვეტია – რამდენ ადამიანს მოსწონს ის.