თემა: აბა ვინ? https://gaanate.org/?p=3709
სექცია: შესავალი
შენ ამბობ: კარგი, ეს მთავრობა არ მომწონს, მაგრამ ვინ უნდა მოვიდეს? მაჩვენე უკეთესი და მივცემ ხმას!
სასაუბრო შეკითხვები:
– როდესაც სვამ კითხვას “აბა ვინ?”, გულისხმობ უკეთეს ალტერნატივას თუ საუკეთესო პოლიტიკოსს? იმასთან შედარებით, რასაც არსებულ მთავრობას ვპატიობთ, რატომ ხელმძღვანელობ უმაღლესი სტანდარტით?
– რა არის შენი წითელი ხაზი? რა უნდა ჩაიდინოს “ოცნებამ”, რომ დათანხმდე თუნდაც არასრულყოფილ ალტერნატივას?
– გაცნობილხარ არსებულ ვარიანტებს? მათ დაპირებებს, ადამიანებს, მათ ინტერვიუებს? თუ შენ ახალ პარტიებზე წარმოდგენას სამთავრობო ტელევიზიით იქმნი, რამდენად სწორ სურათს გაწვდის ის?
– თუ შენი მთავარი შიში “ნაციონალების” დაბრუნებაა, კონკრეტულად რომელი ადამიანების გეშინია? რადგან, ათობით მათგანი, განსაკუთრებით ძალოვან თუ სასამართლო სტრუქტურაში, “ოცნება” წარმატებით გადმოიბარა.
– რას ფიქრობ კოალიციაზე ან დროებით ტექნიკურ მთავრობაზე?