დარჩი ხმის მიცემის შემდეგ

არჩევნების დღე მნიშვნელოვანია – ამ დღეს ხმას აძლევ შენს მომავალს.

ხმის მიცემის გარდა, ეს დღე არის ერთიანობის და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დღე. ერთ-ერთი გზა, რითიც შეგიძლია მხარი დაუჭირო თანამოქალაქეებს, არის რომ დარჩე საარჩევნო უბანთან ხმის მიცემის შემდეგ.

ეს შექმნის დადებით ატმოსფეროს და გაამხნევებს ადამიანებს, ვისაც, სხვადასხვა მიზეზით, შეიძლება ეშინოდეს არჩევანის დაფიქსირება.

მოერიდე კონფლიქტს

❗ ჩვენ ვერ მოგიწოდებთ რომ დარჩე. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც უბანთან მდგომი პირები ცდილობენ პროვოკაციას და არიან შეიარაღებულები. გადახედე გარემოს, შეაფასე და გადაწყვიტე შენი და შენი მეგობრების იქ დგომა დაეხმარება გარემოს თუ გაუმართლებელი რისკია.

საარჩევნო უბნებთან, ხშირად შევხვდებით ხოლმე ხელისუფლების მიერ დაყენებულ ადამიანებს, რომელთაც ევალებათ ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა.

არ შეხვიდე კონტაქტში, და არ აყვე პროვოკაციას. უბრალოდ იდექი მეგობრებთან ერთად და დგომით გამოხატე მხარდაჭერა. ზუსტად ისე, როგორც მშვიდობიანი აქციის, პროტესტის დროს.

უბანზე დამკვირვებლები, უბნის გარეთ – თქვენ

უბანზე დამკვირვებლები დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს. უბნის გარეთ კი თქვენ – მოქალაქეებს შეგიძლიათ გაამხნევოთ ხმის მისაცემად მოსული ამომრჩეველი.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx