აქციაზე მისვლამდე საჭიროა მომზადება.
👖 რა ჩავიცვა?
- პრაქტიკული ტანსაცმელი სწრაფად გადაადგილებისთვის – სპორტული შარვალი, ბოტასები;
- შეკრული თმები – პოლიციისგან ხელის ჩავლებისას, ან სირბილისას რომ არ შეგეშალოს ხელი;
- გრძელი სახელოები – გაზის, წიწაკის სპრეის ან ჭავლისგან დასაცავად;
- არ გაიკეთო მაკიაჟი, სამკაულები ან ლინზები – გაზთან და წიწაკის სპრეისთან შედის რეაქციაში და კანი უფრო იწოვს ამ ნივთიერებებს.
- საწვიმარი – როგორც წვიმისთვის, ისე – წყლის ჭავლისთვის. (შეგიძლია ჩანთაშიც ჩაიდო)
- ჩამოიკიდე სასტვენი – შეიძლება გამოგადგეს სხვადასხვა სიტუაციაში
😷 აღჭურვილობა
სუნთქვა
- ბაფი/ყელსახვევი ან პირბადე (მინიმუმ N95, რამდენიმე ცალი)
- ან რესპირატორი რომელიც ფარავს ნახევარ სახეს და ეცვლება ფილტრები (მეტი ინფორმაცია)
მხედველობა
- საცურაო სათვალე – კარგია სპრეის წინააღმდეგ, გასარიდებლად. კარგად მორგების შემთხვევაში ასევე კარგია ცრემლსადენი გაზის წინააღმდეგ. თუმცა, მარტივად იორთქლება.
- სათხილამურო/სამშენებლო სათვალე
🎒 რა ჩავალაგო ჩანთაში?
- პირველადი დახმარების ნივთები
- Power bank – ტელეფონი თუ დაგიჯდა (წასვლამდე ტელეფონიც დატენე);
- წყალი – რამდენიმე ბოთლი მაინც, სხვასაც რომ გაუნაწილო;
- სნექი, შოკოლადი – რომ მოგშივდეს;
- ხელსახოცი – მშრალი ან/და სველი;
- მცენარეული ზეთი ან ვაზელინი – წიწაკის სპრეის საწინააღმდეგოდ;
- ერთჯერადი ხელთათმანი, რამდენიმე წყვილი;