ფასებს რატომ არ აპროტესტებთ?

შენ ამბობ: პარკინგის ჯარიმებს რატომ არ აპროტესტებთ? პურის ფასს? ხელფასებს?

გავაპროტესტოთ პრობლემის სათავე

ზუსტად მაგას ვაპროტესტებთ – ღირსეულ ცხოვრებას, ჯანდაცვას, შშმ პირებისთვის გარემოს შექმნას, განათლებას…

ამ ყველაფრის მისაღწევად კი გამართული ინსტიტუტების არსებობაა საჭირო. როდესაც ინსტიტუტები იშლება, სახელმწიფოც იშლება და შემდეგ დგება უამრავი პრობლემა. შენ ხედავ პრობლემის შედეგს, მაგრამ შედეგთან ბრძოლაზე მეტად მნიშვნელოვანია ვებრძოლოთ გამომწვევ მიზეზს. მაგალითად, თუ სიგარეტის მოწევის გამო ხველა დაგეწყო, ხველის წამლის ყიდვას ჯობს სიგარეტის მოწევა შეწყვიტო.

გავუფრთხილდეთ ენერგიას

როდესაც ბევრი პრობლემაა, საჭიროა განვსაზღვროთ რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი, სხვა შემთხვევაში ენერგია არ გვეყოფა.

როგორც ზემოთ ვთქვით, ჩვენ ვცდილობთ ვებრძოლოთ პრობლემების მიზეზს და არა შედეგს, ამისკენ მივმართოთ ენერგია. არ გვინდა დავხარჯოთ ენერგია პარკირების ჯარიმების თვლაში. ეგ მერე – როდესაც საბაზისო მოწყობა გვექნება ქვეყნაში.

შენ რატომ არ აპროტესტებ?

გაგვეხარდება, თუ პროტესტში შემოგვიერთდები, თუმცა თუ გადაწყვეტილი გაქვს რომ პარკინგის ჯარიმა, ზეთის ფასი და გადატვირთული ავტობუსები გააპროტესტო, რა გიშლის ხელს ამაში? რატომ გვთხოვ ჩვენ ამას?

მთავრობა იმიტომ აწარმოებს ამ პროპაგანდას, რომ სწორედ აქცენტების და ენერგიის გაბნევა გამოიწვიოს – მთავარიდან მეორეხარისხოვანზე გადაგვატანინოს ყურადღება.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx