დაარწმუნე სხვა

შენი ერთი ხმა მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია შენი გავლენა შენს გარშემომყოფებზე. ადამიანები, სხვადასხვა მიზეზის გამო, შეიძლება უარს ამბობდნენ ხმის მიცემაზე. 2020 წელს, მოქალაქეთა თითქმის ნახევარმა უარი თქვა ხმის მიცემაზე.

ყველამ თითო ადამიანი რომ დავარწმუნოთ არჩევნებზე მისვლაში, სურათი შეიცვლება.


რა შეგიძლია გააკეთო?

  • აუხსენი ოჯახის წევრებს რატომ არის ხმის მიცემა მნიშვნელოვანი – პოლარიზებულ გარემოში, შენი ხმა უფრო მნიშვნელოვანი და სანდო იქნება მათთვის.
  • ემიგრანტი ხარ? ესაუბრე ოჯახის წევრებს, აუხსენი რა ცვლილებებს ისურვებდი ქვეყანაში, რათა დაბრუნება შეძლო.
  • დაარწმუნე მეგობრები, ერთად წადით ხმის მისაცემად.
  • გამოიყენე სოციალური მედია – გააზიარე შენი აზრი თუ რატომ მიდიხარ არჩევნებზე, რატომ არის ეს შენთვის მნიშვნელოვანი, მოუწოდე სხვას.
  • ისაუბრე სამსახურში, ოფისში – შენ ადამიანებს არ მოუწოდებ ვის მისცენ ხმა. უხსნი მხოლოდ ხმის მიცემის მნიშვნელობას. ეს არ არის მოსარიდებელი.
  • დააკვალიანე სხვები – გაუზიარე ინსტრუქცია, დააკვალიანე, გაუმარტივე პროცესი.

ჩვენ დაგეხმარებით

“გაანათეს” არჩევნების” სექცია დაგეხმარება თანმიმდევრულად, ფაქტებით გაჯერებული არგუმენტებით ესაუბრო სხვებს. გაუზიარო კონკრეტული პასუხი კონკრეტულ წუხილზე, შეკითხვაზე.

გაგვიზიარე შთაბეჭდილებები კომენტარებში.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx