New

ვორდინგი/მესიჯი: გაყალბებას კი არ ვასწავლით თავის დაცვას ვასწავლით. Open Source ანალოგიაა. მაგალითად, ტურისტებს რომ ვასწავლით როგორ დაიცვან გავრცელებული თაღლითობებისგან თავი, ამით თაღლითობას ხომ არ ვასწავლით?

ორ ეტაპად: არჩევნებამდე და დღეს – პირადობის წართმევა და სხვა

როგორ უნდა მოიქცე თითოეულ ქეისზე რა

პრიორიტეტიზაცია ყვწალეზე სარისკოები სადაც ყველაზწ მეტად ყალბდებამაგ დიდი ფურცლების გატანა რთულია

ძაან სწტაფი ჰენდაუთი იმავე დღეს სხვებს რო გავიცნობთ

ვინ არის დამკვირვებელი?

ესა და ეს

რატომ უნდა გახდე დამკვირვებელი?

  • იმათ არ ყავთ ბევრი
  • ხელი შევუშალოთ

დააკვირდის ვიდეო კოლაჟი გორგილაძე და ეგენი

როგორ უნდა გახდე დამკვირვებელი?

  • ჯგუფები – რადგან აკრედიტაცია გჭირდება
  • ტრენინგები ამ ჯგუფებში ან თუ ვერ ასწრებ – ეს მასალა (ამისთვის გვჭირდება ენდორსმენთი)
  • ქვიზი გვინდა?

გადაწყვიტე?

თუ გადაწყვიტე დამკვირვებლობა, მიყევი ამ ინსტრუქციას და ბოლოს – შეავსე ქვიზი. ამით მომზადებული იქნები ყველაფრისთვის.

არჩევნებამდე პერიოდი

გაყალბება არჩევნებმადეც ხდება, ეს შეიძლება იყოს მოქალაქეების დაშინება, მოსყიდვა, პირადობის წართმევა და სხვა.

  • აქ რა შეუძლია დამკვირვებელს?

19 ოქტომბერს – 7 დღით ადრე, მიდი ადგილზე

მივიდეთ ადგილზე 7 დღით ადრე და გავიცნოთ სხვა დაკვირვებლები, ასევე კომისიის ის წევრები, ვინც მოტივირებული იქნება, რომ ხელი შეუშალოს გაყალბებას.

დავიმახსოვროთ – ვინ გახდება რეგისტრატორი, ვინ გააკონტროლებს ხალხის უბანზე შემოსვლას, ვინ იქნება გადასატან ყუთზე მიბმული.

22 ოქტომბერს – 6 დღით ადრე, ბოლო ვადა დამკვირვებლად რეგისტრაციისთვის

აქ უნდა გადაწყვიტო და დარეგისტრირდე საბოლოოდ.

25 ოქტომბერს – 1 დღით ადრე, 18:00-მდე, მიდი უბანზე

უბანზე მივიდეთ 25 რიცხვში 18:00-მდე და დავრწმუნდეთ, რომ რეგისტრატორების განლაგების ადგილას – უკნიდან – რჩება იმხელა სივრცე, რომ ჩვენ დავდგეთ და შევძლოთ დაკვირვება.


26 ოქტომბერს – არჩევნების დღეს

დაა დაიწყო ეს დღეც. ეს დღე სამ ნაწილად დავყოთ: კენჭისყრის დაწყებამდე, მიმდინარეობისას და შემდეგ.

კენჭისყრის დაწყებამდე

აუცილებლად დავაფიქსიროთ – ა) ყუთი დალუქვამდე არის ცარიელი ბ) დავიფიქსიროთ და შევინახოთ ლუქის ნომერი გ) დავაფიქსიროთ და შევინახოთ ნულოვანი შედეგების ამოსვლა მთვლელი აპარატიდან, დ) მარკირების სითხე არის ყველა რეგისტრატორისთვის, ე) მარკირების შესამოწმებელი ნათურა მუშაობს და სათადარიგო ელემენტები ხელმისაწვდომია

კენჭისყრის მიმდინარეობისას

სხვა დამკვირვებელთან ერთად ავითვისოთ ეს სამი პოზიცია, რათა მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი არჩევნების გაყალბებას:

ეს გადანაწილება შეთანხმდა 1 კვირით ადრე

🔍 მარკირების შემოწმება

რა არის? მარკირება ნიშნავს ამომრჩევლის ხელზე სპეციალური სითხის დასხურებას. ეს სითხე ტოვებს კვალს, რომელიც სპეციალურ აპარატში ჩანს. თუ ამომრჩეველს ეს კვალი ეტყობა, ეს ნიშნავს რომ მან უკვე მისცა ხმა და აღარ დაიშვება საარჩევნო უბანზე.

რას უნდა დავაკვირდე? შემოსასვლელში დააკვირდი ნაკადის მაკონტროლებელს, რომ მიმდინარეობს ყველა ადამიანის შემოწმება ორივე ხელზე.

საჭიროა: 1 ადამიანი

როგორ მოვიქცე თუ რაიმე შევამჩნიე?

ამომრჩეველს აქვს კვალი, მაგრამ ამბობს რომ სხვა რაღაცის კვალია, როგორ მოვიქცე?

მანდარინი და რაღაცა – ხელები დავიბანოთ იქნებ ან რამე.

შევამჩნიე, რომ ორივე ხელი კარგად არ შეუმოწმა, როგორ მოვიქცე?

შევამჩნიე, რომ მარკირებიანი მოქალაქე შემოუშვა, როგორ მოვიქცე?

🪪 რეგისტრატორზე დაკვირვება

რა არის? რეგისტრაცია ნიშნავს დაზუსტებას თუ ვინ არის ეს ადამიანი, და მართლაც საკუთარი პირადობით არის წარმოდგენილი თუ არა.

1-2 ადამიანია საჭირო აქ

რას უნდა დავაკვირდე?

  1. მარკირებას – მოქალაქე მარკირებას შემოსასვლელშივე გადის, მაგრამ აქაც შეგვიძლია კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ, რომ თუ არასაკმარისად შესრულდა მარკირება, მაგალითად ძალიან მცირე კვალია, რეგისტრატორს თავიდან ვთხოვოთ მარკირება.
  2. მიწოდებულ დოკუმენტს – რაიმე ფურცელი ხომ არ დევს შიგნით? ასეთ ფურცელზე შეიძლება სხვა ადამიანის პირადი ნომერი ეწეროს.
  3. ეკრანზე შეყვანილ მონაცემებს – რეგისტრატორს ხომ ზუსტად ის პირადი ნომერი, სახელი და გვარი შეყავს, რომელიც მოწოდებულ დოკუმენტზე წერია?

📃 საარჩევნო ყუთთან

1 ადამიანია აქ

რას უნდა დავაკვირდე?

  1. მხოლოდ ერთი ბიულეტენი – თუ ადამიანი ცდილობს დამალოს ბიულეტენი და არ ჩანს, მას 1 ბიულეტენი უჭირავს თუ მეტი, თხოვეთ გაჩვენოთ ის.
  2. ფარულობის პრინციპი – ცესკოს კომისიის წევრების ან სხვა ნებისმიერი მოქალაქის მიერ.
  3. ხმის მიცემის პროცესის გადაღება – თუ მოქალაქე ხმის მიცემისას მობილურით იღებს პროცესს, მოვუწოდოთ რომ შეწყვიტოს და შევახსენოთ რომ ეს აკრძალულია.
  4. ბიულეტენი ჩავარდეს ყუთში – თუ მოქალაქემ მხოლოდ კონვერტი დატოვა ან ჩააგდო და ბიულეტენი თავისთვის დაიტოვა, ვთხოვოთ დატოვოს ბიულეტენი.

🕵️ ასევე – დააკვირდი “სამთავრობო NGO-ების” წევრებს

თუ ამ ყველა ეტაპზე კონტროლდება საარჩევნო უბანი, ძალიან გაუჭირდებათ არჩევნების სხვადასხვა კარუსელით გაყალბება.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა დამკვირვებელი უნდა ყურადღებით ადევნებდეს თვალს სამთავრობო NGO-ს იმ წევრებს, რომლებიც შემოდიან უბანზე, რახან მათ არ სჭირდებათ უბანზე შესვლისას მარკირების გავლა, შესაძლებელია დროის გარკვეულ მონაკვეთში ჩაერთოს „დამკვირვებლის კარუსელში“ და სხვისი სახელით სცადოს ხმის მიცემა. თუ მსგავს ფაქტს გადაეყრებით – ა) დააფიქსირეთ ეს პიროვნება და დადეთ ფოტო საჯაროდ ბ) დაუძახეთ თავმჯდომარეს და დარეკეთ პოლიციაში – არჩევნების გაყალბება არის სისხლის სამართლის დანაშაული გ) თუ დაიწყო ჩხუბი, მოვთხოვოთ ამ პირს მარკირებაზე შემოწმება, ასევე დავადაროთ მისი პირადი მონაცემები იმ მონაცემებს, რომლითაც ცდილობდა ხმის მიცემას.

არჩევნების გაყალბება არის სსკ დასჯადი დანაშაული და ისჯება 3-7 წლით თავისუფლების აღკვეთით.

კენჭისყრის შემდეგ

დააფიქსირე და შეინახე მთვლელი მანქანის მიერ ამორტყმული საბოლოო ჩეკი, სადაც მითითებულია ის, თუ რომელმა პარტიამ რამდენი ხმა მიიღო.

გადაიღე თვლის პროცესი, მოკლე ვიდეოებით, ჩართე ჯპს, რათა აისახოს თუ რომელ უბანზე და რა ლოკაციაზეა გადაღებული ვიდეო.

ეცადეთ ერთი და იმავე პრინციპით ჩაითვალოს/გაბათილდეს ოპოზიციისა და ქართული ოცნების ხმები.

დააფიქსირე და შეინახე საბოლოო ოქმი. დააქსეროქსე და წაიღე სახლში.

დილით გადაამოწმე ცესკოს საიტზე, რომ ნამდვილად ემთხვევა თქვენი უბნის ოქმი თქვენს ოქმს და მასში არ არის ცვლილება.